სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
11 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
არმან ცარუკიანმა არიელ ჰელუანისთან ინტერვიუში UFC 311-ზე გასამართი ბრძოლების შესახებ ისაუბრა.
"ვგრძნობ, რომ მე და მერაბი ამ ბრძოლაში ერთად ვართ და ჩვენ ისინი უნდა დავამარცხოთ, რადგან ის ქართველია და მე - სომეხი, თანაც მე საქართველოში დავიბადე.
ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ერთადაც გვივარჯიშია. იმედია, იმ ღამეს ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ქართული და სომხური ცეკვებით." - განაცხადა სომეხმა მებრძოლმა.
UFC 311 18 იანვარს გაიმართება. მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში არმან ცარუკიანი ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება, სუპერმსუბუქ წონაში კი მერაბ დვალიშვილი ტიტულს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები