მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი 28 ივნისს, მე-17 სათამაშო დღეს, სრულდება.
ინგლისი და პორტუგალია იმ ნაკრებებს შორის არიან, რომლებიც საკუთარი ჯგუფების პირველ ადგილზე დასრულებას ეცდებიან.
დღე L ჯგუფში დაიწყება, სადაც ინგლისს, განასა და ხორვატიას ჯერ კიდევ აქვთ პირველი ადგილის დაკავების შანსი და ატლანტაში E, H, I, J ან K ჯგუფების მესამეადგილოსანთან შეხვედრის უფლების მოპოვება შეუძლიათ.
ინგლისი უკვე გამოვარდნილ პანამას დაუპირისპირდება, ხოლო მეორე მატჩში განა და ხორვატია შეხვდებიან ერთმანეთს.
K ჯგუფში განსაკუთრებული ყურადღება პორტუგალიისკენ იქნება მიმართული. რობერტო მარტინესის გუნდი შეეცდება კოლუმბიას გადაასწროს და ჯგუფის გამარჯვებული გახდეს.
ამის სანაცვლოდ პორტუგალიას კანზას-სიტიში D, E, I, J ან L ჯგუფების მესამეადგილოსანთან თამაში ელის. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთქულიანი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა უქულო უზბეკეთს დაუპირისპირდება.
სავარაუდო შემადგენლობები
პანამა - ინგლისი (28 ივნისი, 01:00)
პანამა - მოსკერა; ბლექმანი, კორდობა, რამოსი, ჰარვი, ანდრადე, მურილიო; მარტინესი, როდრიგესი, ბარსენასი; ფახარდო
ინგლისი - პიკფორდი; კუანსა, კონსა, გეჰი, ო'რაილი; მეინუ, ანდერსონი, ბელინგემი; საკა, კეინი, რაშფორდი
ხორვატია - განა (28 ივნისი, 01:00)
ხორვატია - ლივაკოვიჩი; სტანიშიჩი, შუტალო, პონგრაჩიჩი, გვარდიოლი; მოდრიჩი, კოვაჩიჩი; მარკო პაშალიჩი, ბატურინა, პერიშიჩი; მუსა
განა - ასარე; აჯეტეი, მენსაჰი, ოპოკუ, სენაია; იირენკი, სემენიო, პართეი, სიბო; აიუ, უილიამსი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - უზბეკეთი (28 ივნისი, 03:30)
კონგო DR - მპასი; ვან-ბისაკა, მბემბა, ტუანზებე, კაპუადი, მასუაკუ; მუკაუ, მუტუსამი, კაიემბე; ვისა, ბაკამბუ
უზბეკეთი - იუსუპოვი; ხუსანოვი, აბდულაევი, აშურმატოვი; კარიმოვი, შუკუროვი, ხამრაბეკოვი, ნასრულაევი; ფაიზულაევი, განიევი; შომუროდოვი
კოლუმბია - პორტუგალია (28 ივნისი, 03:30)
კოლუმბია - ვარგასი; მუნიოსი, სანჩესი, ლუკუმი, მოხიკა; ლერმა, პუერტა; დიასი, არიასი, ხამესი; სუარესი
პორტუგალია - კოშტა; კანსელო, დიაში, ვეიგა, მენდეში; ვიტინია, ნევეში, ფერნანდეში; ნეტო, რონალდუ, ფელიქსი
ალჟირი - ავსტრია (28 ივნისი, 06:00)
ალჟირი - ზიდანი; ბელღალი, მანდი, ბენსებაინი, აიტ-ნური; ბენტალები, ბენბუალი; მაჰრეზი, მაზა, შაიბი; გუირი
ავსტრია - ა. შლაგერი; პოში, ლიენჰარტი, ალაბა, მვენე; ზაივალდი, ქს. შლაგერი; შმიდი, ლაიმერი, საბიცერი; კალაიჯიჩი
იორდანია - არგენტინა (28 ივნისი, 06:00)
იორდანია - აბულაილა; აბუალნადი, ნასიბი, ალ-არაბი; ჰადადი, აბუ ტაჰა, ალ-რაშდანი, ალ-რავაბდე; ალ-მარდი, ოლვანი; ალ-ტამარი
არგენტინა - რული; მოლინა, სენესი, ოტამენდი, ტალიაფიკო; პალასიოსი, ბარკო, ლო ჩელსო, ალმადა; სიმეონე, ალვარესი.