ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა, ებერეჩი ეზე თანაგუნდელი ბუკაიო საკა შეაქო და მას განსაკუთრებული მოთამაშე უწოდა.
საკა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს აქილევსის მყესის ტრავმით შეხვდა და პირველი ორი მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო, პანამასთან დაგეგმილ მატჩში შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.
ეზეს თქმით, საკას თამაშის გააზრების უნარი და გადაწყვეტილებების მიღების ეფექტურობა უმაღლეს დონეზეა, რაც მას გუნდისთვის მას უმნიშვნელოვანეს ფიგურად აქცევს.
ეზემ აღნიშნა, რომ საკასთან ერთად თამაში ძალიან კომფორტულია, რადგან ის მუდამ ეფექტურ გადაწყვეტილებებს იღებს.
ინგლისის ნაკრები პანამასთან მატჩისთვის ემზადება, რომლის მოგების შემთხვევაშიც გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს და ტურნირის 1/32-ფინალში გავა. მიუხედავად განასთან ფრედ დასრულებული წინა შეხვედრისა, ეზე აცხადებს, რომ გუნდი სრულად არის კონცენტრირებული გამარჯვებაზე და არ აპირებს ყურადღების მოდუნებას.