მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესის 2026 წლის მუნდიალზე უკვე 5 გოლი აქვს გატანილი, არგენტინის ნაკრებისთვის საგანგაშო ისაა, რომ მის არცერთ თანაგუნდელს ჯერ გოლი არ შეუგდია.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Fox Sports-ის ეთერში აღნიშნა კიდეც: „მესი უბრალოდ საუკეთესო კი არა, თავად არგენტინის სათამაშო სისტემაა“. თუმცა, რა მოხდება, როცა ის მოედანზე არ იქნება? იორდანიასთან მატჩი სწორედ ამ კითხვას გასცემს პასუხს, თუ არგენტინელი თამაშს არ გადაწყვეტს.
სკალონის გუნდს ჯგუფში პირველი ადგილი უკვე განაღდებული აქვს ალჟირთან და ავსტრიასთან მოგებების შემდეგ, რაც მწვრთნელს საშუალებას მისცემს, 39 წლის კაპიტანი დაასვენოს. მესის ტურნირის წინ მარცხენა ფეხის კუნთის დაღლილობა აწუხებდა და მისი ზედიზედ მესამედ დატვირთვა შეცდომა იქნება. მის ნაცვლად შანსს მადრიდის რეალის კუთვნილი ტალანტი, ნიკო პასი მიიღებს.
მთავარი წნეხი კი ლაუტარო მარტინესსა და ხულიან ალვარესზე გადავა. ლაუტაროს მუნდიალებზე უკვე 8 მატჩია გოლი არ გაუტანია (2022 წელს ტრავმის გამო ჩავარდნა ჰქონდა), ალვარესი კი, რომელიც ატლეტიკო მადრიდიდან წასვლაზე ფიქრობს, კოჭის ტრავმის შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში არ არის. არგენტინა მსოფლიო ჩემპიონობას მხოლოდ მესის მხრებით ვერ შეინარჩუნებს - დროა, ფორვარდებმა ლიდერს ტვირთი შეუმსუბუქონ.