ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა გულშემატკივრებს მოუწოდა, შეწყვიტონ ლამინ იამალის შედარება ლიონელ მესისთან.
Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში ინტერ მაიამის თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მსგავსი თვისებებისა, ისინი სხვადასხვა სტილის მოთამაშეები არიან.
შედარებები საზიზღარი ჩვევაა. ისინი სხვადასხვა ფეხბურთელები არიან. დიახ, ორივეს მემარცხენეა, ორივეს უმაღლესი კლასი აქვს, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულები არიან. შედეგები თავად მეტყველებს ყველაფერზე, მით უმეტეს იმაზე, თუ რას აკეთებს ლეო ამ ასაკში. უბრალოდ იმედი ვიქონიოთ, რომ ლამინი ოდესმე მიაღწევს მის დონეს
სუარესმა შეაქო 18 წლის ესპანელი სენსაცია იმისთვის, თუ როგორ უმკლავდება მუნდიალზე წნეხს და აღნიშნა, რომ მოედანზე მისი შესვლისთანავე თანაგუნდელები მაშინვე მას ეძებენ, რადგან იციან, რომ რაღაც სახიფათო მოხდება.
ურუგვაელმა თავის მეგობარ მესიზეც ისაუბრა და გაიხსენა, თუ როგორ თავგანწირვით ემზადებოდა ლეო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის:
ბევრი ამბობდა, რომ დაბერდა, მაგრამ მას კვლავ საოცარი ენერგია აქვს. ავსტრიასთან მატჩის მე-5 წუთზე პენალტი გააფუჭა, მაგრამ არ გატყდა, გუნდი წინ წაიყვანა და დუბლი შეასრულა. აი, ეს არის მენტალური სიძლიერე