საფრანგეთის ნაკრების ვინგერმა უსმან დემბელემ ნორვეგიასთან (4:1) შესრულებული ისტორიული ჰეთ-თრიკი მოულოდნელად დააკნინა და აღნიშნა, რომ წინა მატჩებში გუნდისთვის ბევრად უფრო სასარგებლო იყო.
ოქროს ბურთის მოქმედმა მფლობელმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი შეასრულა და პირველსავე 32 წუთში 3 გოლი გაიტანა, რითაც საფრანგეთს ჯგუფში პირველი ადგილი გაუნაღდა.
მიუხედავად ასეთი ეფექტურობისა, პსჟ-ს ვარსკვლავმა პრესის ქება არ მიიღო და გუნდს სრული კონცენტრაციისკენ მოუწოდა:
მოხარული ვარ, ეს ჩემთვის უნიკალური და მნიშვნელოვანი მომენტია. კარგი თამაში იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სენეგალთან ან ერაყთან ჩემი თამაში უფრო მომეწონა, ვფიქრობ, იმ შეხვედრებში მოედანზე ბევრად უფრო დიდ გავლენას ვახდენდი. ახლა მაქსიმალურად ფოკუსირებულები უნდა დავრჩეთ, რადგან წინ გაცილებით რთული ეტაპია
საფრანგეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 100%-იანი შედეგით დაასრულა და სამშაბათს, 1/16 ფინალში, გრემ პოტერის შვედეთს დაუპირისპირდება.