მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში L ჯგუფის მატჩები გაიმართა.
ინგლისის ნაკრები პანამას დაუპირისპირდა და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გამარჯვება შეძლო.
62-ე წუთზე ბუკაიო საკას კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ანგარიში ჯუდ ბელინგემმა გახსნა, აქედან 5 წუთში კი ჯუდმა უკვე საგოლე გადაცემა თავად მიითვალა და გოლი ჰარი კეინმა გაიტანა.
ინგლისმა ამ მოგებით 7 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
პარალელურად კი ხორვატია განას დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩში 2-1 დაამარცხა. ანგარში 31-ე წუთზე შორეული დარტყმით პეტარ სუჩიჩმა გახსნა და ხორვატებს პირველი ტაიმი მოაგებინა.
73-ე წუთზე დერიკ ლუკასენმა ანგარში გაათანაბრა და დროებით განა ლაივ ცხრილში მე-2 ადგილზე იყო, თუმცა 10 წუთში ლუკა მოდრიჩის კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით გამარჯვების გოლი ნიკოლა ვლაშიჩმა გაიტანა.
საბოლოოდ ჯგუფში სიტუაცია ასე დალაგდა:
1. ინგლისი - 7 ქულა
2. ხორვატია - 6 ქულა
3. განა - 4 ქულა
4. პანამა - 0 ქულა
შედეგად L ჯგუფიდან პლეიოფში 3 გუნდი გავიდა: ინგლისი, ხორვატია და განა, რომლებიც თავიანთ მეტოქეებს მოგვიანებით გაიგებენ.