ჰარი კეინმა პანამასთან მატჩში ინგლისის ნაკრების ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რეკორდი მოხსნა.
32 წლის კეინს ახლა მსოფლიო ჩემპიონატების 14 მატჩში 11 გოლი აქვს, ხოლო გარი ლინეკერმა 1986 და 1990 წლების მუნდიალებზე ჩატარებულ 12 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.
კეინმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს ბუცი მოიგო, როდესაც 6 გოლი გაიტანა, თუმცა 2022 წლის ტურნირზე მხოლოდ 2-ჯერ გამოიჩინა თავი, სადაც ინგლისი მეოთხედფინალში გამოეთიშა ასპარეზობას.
1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჯეფ ჰერსტი, რომელმაც იმ მუნდიალზე 4 გოლი გაიტანა, ამ სიაში მესამე ადგილზეა 5 გოლით.
ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები მსოფლიო ჩემპიონატებზე:
1. ჰარი კეინი - 11 გოლი
2. გარი ლინეკერი - 10 გოლი
3. ჯეფ ჰერსტი - 5 გოლი
4. მარკუს რაშფორდი,ბობი ჩარლტონი,მაიკლ ოუენი - 4 გოლი
ინგლისმა პანამას მოუგო, ხორვატიამ განას სძლია