ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ხუმრობით აღნიშნა, რომ იტალიის ნაკრებმა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლოს, თუ ტურნირი კიდევ უფრო გაფართოვდება.
იტალიამ, რომელსაც ოთხჯერ აქვს მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული, ზედიზედ მესამედ ვერ მოახერხა მუნდიალზე გასვლა.
მას შემდეგ, რაც გუნდმა გამოტოვა 2018 და 2022 წლების ჩემპიონატები, იტალიელებს ვერც 2026 წლის ჩრდილოეთ ამერიკის მუნდიალზე ვიხილავთ. ეს უკანასკნელი კი პირველია ისტორიაში, სადაც 48 გუნდი მონაწილეობს.
ინფანტინომ ბრაზილიურ CazeTV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფიფას საბჭოში ტურნირის 64 გუნდამდე გაზრდის იდეაც განიხილეს. „შესაძლოა, 64 გუნდის შემთხვევაში იტალია კვალიფიკაციას გაივლის, ან სულაც 208 გუნდამდე ავიდეთ“, - განაცხადა მან სიცილით.
სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CONMEBOL) პრეზიდენტი ალეხანდრო დომინგესი აქტიურად უჭერს მხარს იდეას, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 64 გუნდისგან შედგებოდეს, რითაც ტურნირის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ. თუმცა, ინფანტინო უფრო ფრთხილია და აღნიშნავს, რომ ჯერ უნდა ნახონ, როგორ ჩაივლის პირველი ტურნირი 48 გუნდის ფორმატით.