• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ყველაფერი, რაც J ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ყველაფერი, რაც J ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

13 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.


გთავაზობთ მუნდიალზე მონაწილე გუნდების განხილვას ჯგუფების მიხედვით.


ყველაფერი, რაც A ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც B ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც C ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც D ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც E ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც F ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც G ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც H ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც I ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

დღეს J ჯგუფს წარგიდგენთ, სადაც ალჟირის, არგენტინის, ავსტრალიისა და იორდანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.


ალჟირი



აფრიკული ნაკრებისთვის ეს ისტორიაში მეხუთე მუნდიალი იქნება. აქამდე, გუნდის საუკეთესო შედეგი მერვედფინალია, რომელშიც გუნდი ერთხელ გავიდა - 2014 წელს, როცა დამატებით დროში მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან დამარცხდა.


გუნდის ლიდერად კვლავ ვეტერანი რიად მაჰრეზი რჩება, რომელიც ბოლო ორი წელია ბურთს საუდის არაბეთის ჩემპიონატში აგორებს, კარს კი ლეგენდარული ზინედინ ზიდანის შვილი, ლუკა ზიდანი დაიცავს, რომელმაც მაღალი კონკურენციის გამო, მშობლიური ფესვების ნაკრებში არჩია თამაში.


ბოლო ორი მუნდიალი ალჟირის ნაკრებმა გამოტოვა და არგენტინასთან მატჩი გუნდისთვის გერმანიასთან 2014-ში წაგების შემდეგ მუნიალებზე პირველი იქნება.


ალჟირის ნაკრები ფიფას რეიტინგში ამჟამად 28-ე ადგილს იკავებს.


მეკარეები: ლუკა ზიდანი (გრანადა), უსამა ბენბოტი (ალჟერი), მელვინ მასტილი (ნიონი)


მცველები: რაფიკ ბელღალი (ვერონა), სამირ შერგი (პარიზი), რაიან აიტ-ნური (მანჩესტერ სიტი), ჟაუენ ჰაჯამი (იანგ ბოიზი), აისა მანდი (ლილი), რამი ბენსებაინი (დორტმუნდი), ზინედინ ბელაიდი (ქაბილი), აჩრეფ აბადა (ალჟერი), მოჰამედ ამინ ტუგაი (ესპერანსი)


ნახევარმცველები: ნაბილ ბენტალები (ლილი), ჰიჩამ ბუდაუი (ნიცა), უსემ აუარი (ალ იტიჰადი), ფარეს შაიბი (აინტრახტი), იბრაჰიმ მაზა (ლევერკუზენი), იასინ ტიტრაუი (შარლერუა), რამიზ ზერუკი (ტვენტე)


თავდამსხმელები: მოჰამედ ამურა (ვოლფსბურგი), ნადირ ბენბუალი (დიორ ეტო), ადილ ბულბინა (ალ დუჰაილი), ფარეს ღეჯემისი (ფროზინონე), ამინ გუირი (მარსელი), ანის ჰაჯ მუსა (ფეიენოორდი), რიად მაჰრეზი (ალ აჰლი).


მწვრთნელი: ვლადიმერ პეტკოვიჩი.


არგენტინა



მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს 3-გზის გამარჯვებული მორიგ ტურნირზე კვლავ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით ჩამოდის. ლეო მესი თავის სავარაუდოდ უკანასკნელ მუნდიალზე მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება, რაც მის ისედაც ლეგენდარულ მემკვიდრეობას კიდევ უფრო უკვდავყოფს. 


არგენტინის ნაკრები ისტორიაში მე-19 მუნდიალზე ითამაშებს, გუნდს 3 გამარჯვებასთან ერთად ამდენივე ფინალი აქვს ნათამაშები, რაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ხდის.


ფიფას რეიტინგში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ამჟამად პირველ ადგილს იკავებს.


მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ხუან მუსო (ატლეტიკო), ხერონიმო რული (მარსელი)


მცველები: ნაუელ მოლინა (ატლეტიკო), გონსალო მონტიელი (რივერ პლეიტი), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), მარკოს სენესი (ტოტენჰემი), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი), ფაკუნდო მედინა (მარსელი)


ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი (ბოკა), ჯოვანი ლო ჩელსო (ბეტისი), როდრიგო დე პოლი (ინტერ მაიამი), ეზეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი), ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), ვალენტინ ბარკო (სტრასბურგი)


შემტევები: ხულიან ალვარესი (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ხოსე მანუელ ლოპესი (პალმეირასი), ჯულიანო სიმეონე (ატლეტიკო), ნიკო გონსალესი (ატლეტიკო), ნიკო პასი (კომო), ტიაგო ალმადა (ატლეტიკო)


მწვრთნელი: ლიონელ სკალონი.


ავსტრია



ავსტრიელები მუნდიალზე მეშვიდედ, თუმცა 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ. საუკეთესო შედეგი გუნდს 1954 წელს აქვს დაფიქსირებული, როცა მე-3 ადგილზე გავიდა. ბოლო ზედიზედ ორი მონაწილეობა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა, ამიტომ მინიმუმ ამ შედეგის გაუმჯობესება, ჯგუფიდან გამომდინარე, ნამდვილად შეუძლია. ასევე, 1934 წელს გუნდი მე-4 ადგილზეც გასულა.


გუნდის ლიდერები მადრიდის რეალიდან ახლახანს წასული ვეტერანი დავიდ ალაბა, მარსელ ზაბიტცერი და მარკო არნაუტოვიჩი არიან. მწვრთნელი კი ცნობილი რალფ რანგნიკი.


ფიფას რეიტინგში ავსტრიის ნაკრები 25-ე ადგილს იკავებს.


მეკარეები: პატრიკ პენცი (ბრონდბიუ), ალექსანდერ შლაგერი (ზალცბურგი), ფლორიან ვიგელე (პლზენი)


მცველები: დავიდ აფენგრუბერი (ელჩე), დავიდ ალაბა (რეალი), კევინ დანსო (ტოტენჰემი), მარკო ფრიდლი (ვერდერი), ფილიპ ლინჰარტი (ფრაიბურგი), ფილიპ მვენე (მაინცი), სტეფან პოში (მაინცი), ალექსანდერ პრასი (ჰოფენჰაიმი), მიხაელ სვობოდა (ვენეცია)


ნახევარმცველები: დეიან ლუბიჩიჩი (შალკე), კარნი ჩუკვუემეკა (დორტმუნდი), ფლორიან გრილიჩი (ბრაგა), კონრად ლაიმერი (ბაიერნი), მარსელ ზაბიცერი (დორტმუნდი), ქსავერ შლაგერი (ლაიფციგი), რომანო შმიდი (ვერდერი), ალესანდრო შოპფი (ვოლფსბერგერი), ნიკოლას ზაივალდი (ლაიფციგი), პაულ ვანერი (პსვ), პატრიკ ვიმერი (ვოლფსბურგი)


თავდამსხმელები: მარკო არნაუტოვიჩი (ცრვენა ზვეზდა), მიხაელ გრეგორიჩი (აუგსბურგი), საშა კალაიჯიჩი (ლასკი).


მწვრთნელი: რალფ რანგნიკი.


იორდანია



ამ ნაკრებზე ბევრი არაფერია სათქმელი. გუნდი ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც ფიფას მიერ ტურნირის 48 გუნდამდე გაფართოების დამსახურებაა. 


გუნდის ყველაზე ცნობილი მოთამაშე მუსა ალ-ტამარია, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშობს, კერძოდ კი რენში.


ფიფას რეიგინგში გუნდი 63-ე ადგილს იკავებს.


მეკარეები: იაზიდ აბულაილა (ალ ჰუსეინი), აბდალა ალ-ფახური (პირამიდსი), ნურ ბანი ატია (ალ ფაისალი)


მცველები: აბდალა ნასიბი (ალ ზავრა), ისან ჰადადი (ალ ჰუსეინი), იაზან ალ-არაბი (სეული), მოჰამედ აბუალნადი (სელანგორი), საედ ალ-როსანი (ალ ჰუსეინი), ჰუსამ აბუ დაჰაბი (ალ ფაისალი), სალიმ ობაიდი (ალ ჰუსეინი), ანას ბადავი (ალ ფაისალი), მოჰანად აბუ ტაჰა (ალ ქუვა), მოჰამედ აბუ ჰაშიში (ალ კარმა)


ნახევარმცველები: ნურ ალ-რავაბდეჰი (სელანგორი), ნიზარ ალ-რაშდანი (კატარი), იბრაჰიმ სადეჰი (ალ კარმა), რაჯაი აიედი (ალ ჰუსეინი), ამერ ჯამუსი (ალ ზავრა), მოჰამედ ალ-დავუდი (ალ ვეჰდათი), მაჰმუდ ალ-მარდი (ალ ჰუსეინი)


თავდამსხმელები: მუსა ალ-ტამარი (რეინი), ალი ოლვანი (ალ სალია), მოჰამედ აბუ ზრაიკი (რაჯა კასაბლანკა), ალი აზაიზეჰი (ალ შაბაბი), ოდეჰ ალ ფახური (პირამიდსი), მოჰამედ ტაჰა (ალ ჰუსეინი)


გუნდის მთავარი მწვრთმელი ჯამალ სელამია.


მატჩები


არგენტინა - ალჟირი [17 ივნისი, 05:00]

ავსტრია - იორდანია [17 ივნისი, 08:00]


არგენტინა - ავსტრია [22 ივნისი, 21:00]

იორდანია - ალჟირი [23 ივნისი, 07:00]


ალჟირი - ავსტრია [28 ივნისი, 06:00]

იორდანია - არგენტინა [28 ივნისი, 06:00]

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

algeria
argentina
austria
jordan
მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რეკორდები, რომელიც მბაპემ დღევანდელ მატჩში მოხსნა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რეკორდები, რომელიც მბაპემ დღევანდელ მატჩში მოხსნა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ჩემპიონები იწყებენ - არგენტინის სასტარტო შემადგენლობა ალჟირთან

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ჩემპიონები იწყებენ - არგენტინის სასტარტო შემადგენლობა ალჟირთან
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მესის პირველი ჰეთ-თრიქი მუნდიალებზე - ბენეფისი ალჟირთან

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მესის პირველი ჰეთ-თრიქი მუნდიალებზე - ბენეფისი ალჟირთან
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ყველა დროის ბომბარდირი - რეკორდები, რომელიც მესიმ ალჟირთან მოხსნა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ყველა დროის ბომბარდირი - რეკორდები, რომელიც მესიმ ალჟირთან მოხსნა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

11 სთ წინ

რეკორდები, რომელიც მბაპემ დღევანდელ მატჩში მოხსნა

News image

9 სთ წინ

ჩემპიონები იწყებენ - არგენტინის სასტარტო შემადგენლობა ალჟირთან

News image

5 სთ წინ

მესის პირველი ჰეთ-თრიქი მუნდიალებზე - ბენეფისი ალჟირთან

News image

5 სთ წინ

ყველა დროის ბომბარდირი - რეკორდები, რომელიც მესიმ ალჟირთან მოხსნა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება