ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩაატარებს.
6 ოქტომბერს ლიონელ სკალონის გუნდი ბუენოს-აირესში, სტადიონ „მონუმენტალ ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტიზე“ ამხანაგურ შეხვედრას ბენინის ნაკრებთან გამართავს.
39 წლის ფორვარდი ამ თამაშისთვის არგენტინის ეროვნულ გუნდში უკვე გამოძახებულია.
ეროვნული ნაკრების მაისურით უკანასკნელ შეხვედრას როდრიგო დე პოლი და ჯოვანი ლო ჩელსოც ჩაატარებენ, - იუწყება არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალისა და შემდგომში მამის გარდაცვალების შემდეგ, მესიმ ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.