მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კიდევ ერთხელ გამოხატა ლიონელ მესის მიმართ დიდი აღფრთოვანება.
სიმეონეს ჰკითხეს, თუ ვინ იმსახურებს მსოფლიო ფეხბურთის უმაღლეს ინდივიდუალურ ჯილდოს.
ჩოლომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაში და მოპოვებული ტიტული, მესის ასაკისა და მისი კვლავინდებურად უმაღლესი დონის გათვალისწინებით, არგენტინელ ვარსკვლავს სხვა პრეტენდენტებზე ერთი ნაბიჯით წინ აყენებს.
ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი? მესიმ. იმ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც მან ჩაატარა, თანაც მის ასაკში... ყოველგვარი ეჭვის გარეშე.
სიმეონეს სიტყვები საერთაშორისო დისკუსიაში არგენტინის ნაკრების კაპიტნის პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს, მაშინ როცა კილიან მბაპე, ლამინ იამალი და ჰარი კეინი ჯილდოს მთავარ პრეტენდენტებად მოიაზრებიან.
,,ყველაფერი ზუსტად გამოთვალა" - იამალს ჭკვიანური სტრატეგია შეუქეს