• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ყველაფერი, რაც F ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ყველაფერი, რაც F ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისი ახლოვდება.


გთავაზობთ მუნდიალზე მონაწილე გუნდების განხილვას ჯგუფების მიხედვით.


ყველაფერი, რაც A ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც B ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც C ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც D ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც E ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026


დღეს F ჯგუფს წარგიდგენთ, სადაც იაპონიის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ტუნისის ნაკრებები იასპარეზებენ.


იაპონია


იაპონიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 7-ჯერ მონაწილეობდა.


მათი პირველი გამოსვლა 1998 წელს შედგა, როდესაც ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი წააგეს. მასაში ნაკაიამამ იაპონიის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლი 1998 წლის 26 ივნისს იამაიკის წინააღმდეგ მატჩში გაიტანა, რომელიც იაპონიამ 2:1 წააგო.


კეისუკე ჰონდა გახდა პირველი იაპონელი ფეხბურთელი, რომელმაც გოლები სამ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა - 2010, 2014 და 2018 წლებში.


2018 წელს იაპონია გახდა პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე დაამარცხა, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიას 2:1 სძლია.


იაპონიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 4-ჯერ გადალახა - 2002 წელს (როგორც ერთ-ერთმა მასპინძელმა), 2010, 2018 და 2022 წლებში.


იაპონელთა მხრიდან მუნდიალებზე ყველაზე მეტი, 15 მატჩი იუტო ნაგატომოს აქვს ჩატარებული, რომელიც წელს გახდება პირველი აზიელი, ვინც მე-5 მუნდიალზე ითამაშებს.


იაპონიის ნაკრები ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში მე-18 ადგილზე იმყოფება.



მეკარეები: ზიონ სუზუკი (პარმა), კეისუკე ოსაკო (ჰიროშიმა), ტომოკი ჰაიაკავა (კაშიმა)


მცველები: იუკინარი სუგავარა (ვერდერი), შოგო ტანიგუში (სენ-ტრუიდენი), კო იტაკურა (აიაქსი), იუტო ნაგატომო (ტოკიო), ცუიოში ვატანაბე (ფეიენოორდი), აიუმუ სეკო (ლე ავრი), ჰიროკი იტო (ბაიერნი), ტაკეჰირო ტომიასუ (აიაქსი), იუნოსუკე სუზუკი (კოპენჰაგენი)


ნახევარმცველები: ვატარუ ენდო (ლივერპული), აო ტანაკა (ლიდსი), ტაკეფუსა კუბო (სოსიედადი), რიცუ დოანი (აინტრახტი), დაიზენ მაედა (სელტიკი), კეიტო ნაკამურა (რეიმსი), ჯუნია იტო (გენკი), დაიჩი კამადა (კრისტალ პალასი), იუიტო სუზუკი (ფრაიბურგი), კაიშუ სანო (მაინცი)


შემტევები: კეისუკე გოტო (სენ-ტრუიდენი), აიასე უედა (ფეიენოორდი), კოკი ოგავა (ნაიმეგენი), კენტო შიოგაი (ვოლფსბურგი)


მწვრთნელი: ჰაჯიმე მორიასუ


ნიდერლანდები


ნიდერლანდების ნაკრებს მუნდიალზე 11-ჯერ მიუღია მონაწილეობა და 3-ჯერ ფინალშიც გასულა (1974, 1978, 2010), თუმცა გამარჯვება ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოახერხა.


ჰოლანდიელთა რეკორდსმენი ჩატარებული მატჩებით უესლი სნეიდერია, რომელმაც სამ ტურნირზე (2006, 2010, 2014) 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


სამ მუნდიალზე ასევე უთამაშიათ რობინ ვან პერსის, დირკ კიუიტსა და არიენ რობენს. წელს ამ შედეგს მემფის დეპაიც გაიმეორებს.


ნიდერლანდების ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი მსოფლიო ჩემპიონატებზე 7 გოლით ჯონი რეპია, რომელმაც 1974 წელს 4 გოლი გაიტანა, 1978-ში კი - 3.


ასევე გამოსარჩევია არიენ რობენისა და რობინ ვან პერსის შედეგები (6-6 გოლი), რომელთაც თავის გამოჩენა სამ მუნდიალზე მოახერხეს. ამ შედეგის გამეორების შანსი მემფის დეპაისაც აქვს, რომელმაც ორ ტურნირზე ჯამში 3 გოლი გაიტანა.


ფიფას რეიტინგში ნიდერლანდების ნაკრები ამ მომენტისთვის მე-8 ადგილს იკავებს.



მეკარეები: ბარტ ვერბრუგენი (ბრაიტონი), რობინ რუფსი (სანდერლენდი), მარკ ფლეკენი (ლევერკუზენი)


მცველები: ლუტშარელ გეერტრუიდა (სანდერლენდი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), ნათან აკე (მანჩესტერ სიტი), იან პოლ ვან ჰეკე (ბრაიტონი), მატს ვიფერი (ბრაიტონი), მიკი ვან დე ვენი (ტოტენჰემი), დენზელ დუმფრისი (ინტერი), იორელ ჰატო (ჩელსი)


ნახევარმცველები: მარტენ დე როონი (ატალანტა), ჯასტინ კლუივერტი (ბორნმუთი), რაიან გრავენბერხი (ლივერპული), ტიჯანი რეინდერსი (მანჩესტერ სიტი), გუუს ტილი (პსვ), ტეუნ კოოპმაინერსი (იუვენტუსი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), კუინტენ ტიმბერი (მარსელი)


შემტევები: ვოუტ ვეგჰორსტი (აიაქსი), მემფის დეპაი (კორინთიანსი), კოდი გაკპო (ლივერპული), ნოა ლანგი (გალათასარაი), დონიელ მალენი (რომა), ბრაიან ბრობი (სანდერლენდი), კრისენსიო სამერვილი (ვესტ ჰემი)


მწვრთნელი: რონალდ კუმანი


შვედეთი 


შვედეთს მსოფლიო ჩემპიონატზე 12-ჯერ უთამაშია, 4-ჯერ კი საუკეთესო ოთხეულშიც გასულა, მათ შორის 1958 წელს საკუთარ კედლებში ჩატარებულ მუნდიალზე ვერცხლის მედლის მფლობელიც გახდა.


ჩატარებული მატჩებით შვედებიდან საუკეთესო ჰენრიკ ლარსონია, რომელმაც 1994, 2002 და 2007 წლებში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 


სამ მუნდიალზე ასევე უთამაშიათ ბო ლარსონს, რონი ჰელსტრიომსა და ბიორნ ნოდრქვისტს (1970, 1974, 1978).


შვედეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები კი 5-5 გოლით კენეტ ანდერსონი (1994) და ჰენრიკ ლარსონი არიან, რომელმაც გოლის გატანა ზემოთ აღნიშნულ სამივე ტურნირზე მოახერხა.


შვედეთი ფიფას ახლანდელ რეიტინგში 38-ე პოზიციას იკავებს.



მეკარეები: იაკობ ვიდელ ზეტერსტრიომი (დერბი ქაუნთი), ვიქტორ იოჰანსონი (სტოკი), კრისტოფერ ნორდფელდტი (აიკი)


მცველები: გუსტაფ ლაგერბილკე (ბრაგა), ვიქტორ ლინდელოფი (ასტონ ვილა), ისაკ ჰიენი (ატალანტა), გაბრიელ გუდმუნდსონი (ლიდსი), ჰერმან იოჰანსონი (დალასი), დანიელ სვენსონი (დორტმუნდი), ჰიალმარ ეკდალი (ბარნლი), კარლ სტარფელტი (სელტა), ერიკ სმიტი (ზანქტ პაული), ალექსანდერ ბერნჰარდსონი (ჰოლშტაინ კილი), ელიოტ სტრაუდი (მიოლბი)


ნახევარმცველები: ლუკას ბერგვალი (ტოტენჰემი), ბენჯამინ ნიგრენი (სელტიკი), კენ სემა (პაფოსი), იესპერ კარლსტრიომი (უდინეზე), იასინ აიარი (ბრაიტონი), მატიას სვანბერგი (ვოლფსბურგი), ბესფორტ ზენელი (უნიონ სენ-ჟილი)


შემტევები: ალექსანდერ ისაკი (ლივერპული), ენტონი ელანგა (ნიუკასლი), ვიქტორ გიოკერესი (არსენალი), გუსტაფ ნილსონი (ბრიუგე), ტაჰა ალი (მალმიო)


მწვრთნელი: გრემ პოტერი


ტუნისი


ტუნისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 6-ჯერ მონაწილეობდა - 1978, 1998, 2002, 2006, 2018 და 2022 წლებში. ყველა ამ მონაწილეობისას ტუნისმა ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო, წელს კი ამ ნავსის გატეხვას შეეცდებიან.


2025 წელს ტუნისი გახდა ისტორიაში პირველი ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ისე მოიპოვა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე არცერთი გოლი არ გაუშვია.


ვაჰბი ხაზრის ტუნისელთა მხრიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი - 3 გოლი აქვს გატანილი: ორი 2018 წლის ტურნირზე და ერთი 2022 წლის ჩემპიონატზე.


რიად ბუაზიზიმ და კაის გოდბანმა კი მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს - თითოეულმა 8 შეხვედრა, 1998, 2002 და 2006 წლების გათამაშებებში.


ფიფას რეიტინგში ტუნისის ნაკრები 46-ე ადგილზეა.



მეკარეები: მუიბ შამახი (აფრიკენი), აიმენ დამენი (სფაქსიენი), საბრი ბენ ჰესენი (საჰელი)


მცველები: ალი აბდი (ნიცა), მონტასარ ტალბი (ლორიენი), ომარ რეკიკი (მარიბორი), ადემ არუსი (ქასიმფაშა), დილან ბრონი (სერვეტი), მორტადა ბენ უანესი (ქასიმფაშა), იან ვალერი (იანგ ბოიზი), მოჰამედ ამინ ბენ ჰამიდა (ესპერანსი), მუტაზ ნეფატი (ნორჩოპინგი), რაედ შიხაუი (მონასტირი)


ნახევარმცველები: ჰანიბალ მეჯბრი (ბარნლი), ისმაელ გარბი (აუგსბურგი), რანი ხედირა (უნიონ ბერლინი), ხალილ აიარი (პსჟ), ჰაჯ მაჰმუდი (ლუგანო), ელიეს სხირი (აინტრახტი), ანის ბენ სლიმანი (ნორვიჩი), სებასტიან ტუნეკტი (სელტიკი)


შემტევები: ელიას აშური (კოპენჰაგენი), ელიას საადი (ჰანოვერი), ჰაზემ მასტური (დინამო მახაჩკალა), რაიან ელუმი (ვანკუვერი), ფირას შაუატი (აფრიკენი)


მწვრთნელი: საბრი ლამუში


F ჯგუფის განრიგი


ტური 1


ნიდერლანდები - იაპონია (15 ივნისი, 00:00)

შვედეთი - ტუნისი (15 ივნისი, 06:00)


ტური 2


ნიდერლანდები - შვედეთი (20 ივნისი, 21:00)

ტუნისი - იაპონია (21 ივნისი, 08:00)


ტური 3


იაპონია - შვედეთი (26 ივნისი, 03:00)

ტუნისი - ნიდერლანდები (26 ივნისი, 03:00)

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

japan
netherlands
sweden
tunisia

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ არ გამოიძახა ფრიმპონგი? კუმანმა გადაწყვეტილებები ახსნა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რატომ არ გამოიძახა ფრიმპონგი? კუმანმა გადაწყვეტილებები ახსნა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

2026 წლის მუნდიალის მიღმა დარჩენილი ვარსკვლავები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

2026 წლის მუნდიალის მიღმა დარჩენილი ვარსკვლავები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

100%-ით ზუსტი მოდელის პროგნოზი - ვინ გახდება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

100%-ით ზუსტი მოდელის პროგნოზი - ვინ გახდება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ტიმბერი ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ტიმბერი ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

28 მაი, 2026

რატომ არ გამოიძახა ფრიმპონგი? კუმანმა გადაწყვეტილებები ახსნა

News image

04 ივნ, 2026

2026 წლის მუნდიალის მიღმა დარჩენილი ვარსკვლავები

News image

05 ივნ, 2026

100%-ით ზუსტი მოდელის პროგნოზი - ვინ გახდება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი?

News image

16 სთ წინ

ტიმბერი ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება