-
Aa
+
ფონტის ზომა
გთავაზობთ მუნდიალზე მონაწილე გუნდების განხილვას ჯგუფების მიხედვით.
ყველაფერი, რაც A ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც B ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც C ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც D ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
დღეს E ჯგუფს წარგიდგენთ, სადაც კურასაოს, ეკვადორის, გერმანიისა და კოტ დ'ივუარის ნაკრებები იასპარეზებენ.
კიურასაო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს.
2025 წლის 18 ნოემბერს მათ საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მუნდიალზე კვალიფიკაცია მოიპოვეს, რითაც გახდნენ ისტორიაში ყველაზე პატარა ქვეყანა როგორც მოსახლეობის რაოდენობით, ისე ფართობით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
კიურასაოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 78 წლის დიკ ადვოკაატი არის, რომელიც ისტორიულ რეკორდს დაამყარებს და მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელი გახდება.
კიურასაო ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში 82-ე ადგილზე იმყოფება.
მეკარეები: ელოი რუმი (მაიამი), ტაირიკ ბოდაკი (ტელსტარი), ტრევორ დორნბუსხი (ვენლო)
მცველები: შურანდი სამბო (სპარტა როტერდამი), იურიენ გაარი (აბჰა), როშონ ვან ეიმა (ვაალვაიკი), შერელ ფლორანუსი (ცვოლე), არმანდო ობისპო (პსვ), ჯოშუა ბრენეტი (ქაიზერისპორი), რიშედლი ბაზური (ქონიასპორი), დევერონ ფონვილი (ნაიმეგენი)
ნახევარმცველები: გოდფრიდ რომერატო (ვაალვაიკი), ჟუნინიო ბაკუნა (ვოლენდამი), ლივანო კომენენსია (ციურიხი), ლეანდრო ბაკუნა (იგდირი), არიანი მართა (როტერჰემი), ტაჰიტ ჩონგი (შეფილდ იუნაიტედი), კევინ ფელიდა (დენ ბოსხი)
შემტევები: იურგენ ლოკადია (მაიამი), ჯერემი ანტონისი (კიფისია), სონტიე ჰანსენი (მიდლსბრო), ტაირის ნოსლინი (ტელსტარი), კენი გორე (მაკაბი ჰაიფა), ჯერლ მარგარიტა (ბევერენი), ბრენდლი კუვასი (ვოლენდამი), ჯერვან კასტანეერი (ტერენგანუ)
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი
ეკვადორის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 4 გათამაშებაში მონაწილეობდა. მათ მუნდიალზე პირველად 2002 წელს ითამაშეს.
მათი საუკეთესო შედეგი კი 2006 წელს დაფიქსირდა, როდესაც ისინი მერვედფინალურ ეტაპზე გავიდნენ, სადაც ტურნირს გამოეთიშნენ.
ეკვადორელების მხრიდან მუნდიალებზე ყველაზე მეტი, 8 მატჩი ედისონ მენდესს აქვს ჩატარებული, რომელმაც ეს სამ ტურნირზე (2002, 2006, 2014) მოახერხა.
წელს თავის მე-3 ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას ენერ ვალენსიაც, რომელიც 3 მატჩის ჩატარების შემთხვევაში მენდესის რეკორდს მოხსნის.
ენერ ვალენსია ასევე ეკვადორელთა საუკეთესო ბომბარდირია, მსოფლიო ჩემპიონატებზე მას 6 გოლი აქვს გატანილი. მან 2014 და 2022 წლების ტურნირებზე 3-3 გოლის გატანა მოახერხა.
ეკვადორი ფიფას რეიტინგში 23-ე ადგილს იკავებს.
მეკარეები: ერნან გალინდესი (ურაკანი), მოისეს რამირესი (კიფისია), გონსალო ვალე (L.D.U. კიტო)
მცველები: პიერო ინკაპიე (არსენალი), ვილიან პაჩო (პსჟ), პერვის ესტუპინიანი (მილანი), ფელიქს ტორესი (ინტერნასიონალი), ხოელ ორდონესი (ბრიუგე), ჯექსონ პოროსო (ტიხუანა), ანხელო პრესიადო (ატლეტიკო მინეირო)
ნახევარმცველები: მოიზეს კაისედო (ჩელსი), ალან ფრანკო (ატლეტიკო მინეირო), კენდრი პაესი (რივერ პლეიტი), პედრო ვიტე (UNAM), ხორდი ალსივარი (ინდეპენდიენტე), დენილ კასტილიო (მიდტიულანდი), იაიმარ მედინა (გენკი)
შემტევები: ენერ ვალენსია (პაჩუკა), გონსალო პლატა (ფლამენგო), ალან მინდაო (ატლეტიკო მინეირო), ჯონ იებოა (ვენეცია), კევინ როდრიგესი (უნიონ სენ-ჟილუაზი), ხორდი კაისედო (ატლასი), ნილსონ ანგულო (სანდერლენდი), ანტონი ვალენსია (ანტვერპენი), ჯერემი არევალო (შტუტგარტი)
მწვრთნელი: სებასტიან ბეკასესე
4-გზის მსოფლიო ჩემპიონი გერმანია თავისთვის რიგით 21-ე მუნდიალისთვის ემზადება. 1950 წლის ტურნირი იყო ერთადერთი, რომელიც გერმანელებმა გამოტოვეს.
გერმანელებმა მსოფლიო ჩემპიონობა 1954, 1974, 1990 და 2014 წლებში იზეიმეს, გასულ ორ ტურნირზე კი ჯგუფში ჩარჩნენ და ახლა ამ შედეგის გამოსწორებას შეეცდებიან.
ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი ლოთარ მათეუსია, რომელმაც 5 მუნდიალზე (1982, 1986, 1990, 1994 და 1998) 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მათეუსს ყველა დროის რეკორდიც ეკუთვნოდა, თუმცა 2022 წელს ლიონელ მესიმ ეს შედეგი გააუმჯობესა (26).
წელს თავის მე-5 მუნდიალზე (2010, 2014, 2018, 2022, 2026) ითამაშებს მანუელ ნოიერიც, რომელსაც მათეუსის რეკორდამდე 6 მატჩი აშორებს.
გერმანელთა და ასევე მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი 16 გოლით მიროსლავ კლოზეა, რომელმაც 2002 წელს 5 გოლი გაიტანა, 2006-ში - ასევე 5, 2010-ში - 4, ხოლო 2014 წელს 2 ბურთი შეაგდო და რონალდო ნაზარიოს რეკორდი მოხსნა.
ახლა კი კლოზეს რეკორდს ლიონელ მესი (13) და კილიან მბაპე (12) ემუქრებიან, რომელთაც ეს შედეგი შესაძლოა წელსვე გააუმჯობესონ.
გამოსარჩევია ბუნდესნაკრების 38 წლის მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი, რომელიც წლევანდელ მუნდიალზე ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი იქნება.
ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში გერმანიის ნაკრები მე-10 ადგილზეა.
მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალექსანდერ ნიუბელი (შტუტგარტი)
მცველები: ანტონიო რუდიგერი (რეალი), ვალდემარ ანტონი (დორტმუნდი), ჯონათან ტა (ბაიერნი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ნათანიელ ბრაუნი (აინტრახტი), დავიდ რაუმი (ლაიფციგი), მალიკ ჩაუ (ნიუკასლი)
ნახევარმცველები: ალექსანდარ პავლოვიჩი (ბაიერნი), ლეონ გორეცკა (ბაიერნი), ჯეიმი ლეველინგი (შტუტგარტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), პასკალ გროსი (ბრაიტონი), ანჯელო შტილერი (შტუტგარტი), ფლორიან ვირცი (ლივერპული), ლეროი სანე (გალათასარაი), ნადიემ ამირი (მაინცი), ფელიქს ნმეჩა (დორტმუნდი), ასან უედრაოგო (ლაიფციგი)
შემტევები: კაი ჰავერცი (არსენალი), ნიკ ვოლტემადე (ნიუკასლი), მაქსიმილიან ბეიერი (დორტმუნდი), დენიზ უნდავი (შტუტგარტი)
მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი
სპილოს ძვლის სანაპიროს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 3-ჯერ მონაწილეობდა - 2006, 2010 და 2014 წლებში და სამივე შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩა.
კოტ დ'ივუარელთა მხრიდან ყველაზე მეტი, 9 მატჩი მუნდიალებზე იაია ტურეს აქვს ჩატარებული, რომელიც სამივე ტურნირზე გუნდის შეუცვლელი წევრი იყო.
სამ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ასევე მიღებული აქვთ დიდიე დროგბას, დიდიე ზოკორას, ბუბაკარ ბარის, არტურ ბოკასა და კოლო ტურეს.
2-2 გოლით კი გამორჩეულები არუნა დინდანე, დიდიე დროგბა, ვილფრიდ ბონი და ჟერვინიო არიან.
ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში კოტ დ'ივუარი 33-ე პოზიციაზეა.
მეკარეები: იაჰია ფოფანა (რიზესპორი), მოჰამედ კონე (შარლერუა), ალბან ლაფონტი (პანათინაიკოსი)
მცველები: უსმან დიომანდე (სპორტინგი), გისლენ კონანი (ჟილ ვისენტე), ვილფრიდ სინგო (გალათასარაი), ოდილონ კოსუნუ (ატალანტა), კრისტოფერ ოპერი (ბაშაქშეჰირი), გელა დუე (სტრასბურგი), ემანუელ აგბადუ (ბეშიქთაში), ევან ნდიკა (რომა)
ნახევარმცველები: ჟან მიშაელ სერი (მარიბორი), სეკო ფოფანა (პორტუ), ფრანკ კესი (ალ აჰლი), იბრაჰიმ სანგარე (ნოტინგემი), პარფე გიაგონი (შარლერუა), კრისტ ინაო ულაი (ტრაბზონსპორი)
შემტევები: ანჯე-იოან ბონი (ინტერი), სიმონ ადინგრა (მონაკო), იან დიომანდე (ლაიფციგი), ელიე ვაჰი (ნიცა), უმარ დიაკიტე (სერკლ ბრიუგე), ამად დიალო (მანჩესტერ იუნაიტედი), ნიკოლა პეპე (ვილიარეალი), ევან გესანი (კრისტალ პალასი) ბაზუმანა ტურე (ჰოფენჰაიმი)
მწვრთნელი: ემერს ფაე
ტური 1
გერმანია - კიურასაო (14 ივნისი, 21:00)
კოტ დ'ივუარი - ეკვადორი (15 ივნისი, 03:00)
ტური 2
გერმანია - კოტ დ'ივუარი (21 ივნისი, 00:00)
ეკვადორი - კიურასაო (22 ივნისი, 04:00)
ტური 3
კიურასაო - კოტ დ'ივუარი (26 ივნისი, 00:00)
ეკვადორი - გერმანია (26 ივნისი, 00:00)

თაზო ჩარკვიანი
05 ივნ, 2026
06 ივნ, 2026
4 სთ წინ
კომენტარები

