• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ყველაფერი, რაც H ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ყველაფერი, რაც H ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისი ახლოვდება.


გთავაზობთ მუნდიალზე მონაწილე გუნდების განხილვას ჯგუფების მიხედვით.


ყველაფერი, რაც A ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც B ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც C ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც D ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც E ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც F ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

ყველაფერი, რაც G ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026


დღეს H ჯგუფს წარგიდგენთ, სადაც კაბო ვერდეს, საუდის არაბეთის, ესპანეთისა და ურუგვაის ნაკრებები იასპარეზებენ.


კაბო ვერდე


კაბო-ვერდე 2026 წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. 2025 წლის 13 ოქტომბერს, ესვატინის 3:0 დამარცხების შემდეგ, ქვეყანამ ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.


კვალიფიკაციის მომენტისთვის კაბო-ვერდე მსოფლიო ჩემპიონატზე გასული ქვეყნებიდან გამოირჩეოდა, როგორც ყველაზე პატარა სახელმწიფო ტერიტორიის მიხედვით და მეორე ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანა - მისი ფართობი 4,033 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა 525 ათასზე ოდნავ ნაკლებია.


თუმცა, ერთი თვის შემდეგ კიურასაოს კვალიფიკაციის შედეგად, კაბო-ვერდე მსოფლიო ჩემპიონატზე გასულ ქვეყნებს შორის ტერიტორიის მიხედვით უკვე მეორე ყველაზე პატარა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით მესამე ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანა გახდა.


ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში კაბო ვერდე 67-ე ადგილზეა.



მეკარეები: ვოზინია (ჩავესი), მარსიო როსა (მონტანა), სიჯეი დოს სანტოსი (სან დიეგო)


მცველები: სტოპირა (ტორეენსე), დინი (ალ ბატაეჰი), რობერტო ლოპესი (შემროკ როვერსი), ლოგან კოსტა (ვილიარეალი), სიდნი ლოპეს კაბრალი (ბენფიკა), სტივენ მორეირა (კოლუმბუს ქრიუ), ვაგნერ პინა (ტრაბზონსპორი), კელვინ პირესი (SJK)


ნახევარმცველები: კევინ პინა (კრასნოდარი), ჯოვან კაბრალი (ესტრელა ამადორა), ჟოაო პაულო (FCSB), ჟამირო მონტეირო (ცვოლე), გარი როდრიგესი (აპოლონ ლიმასოლი), დეროი დუარტე (ლუდოგორეცი), ლაროს დუარტე (პუშკაშ აკადემია), იანიკ სემედო (ფარენსე), ვილი სემედო (ომონია), ტელმო არკანჟო (ვიტორია გიმარაეში), ნუნუ და კოშტა (ბაშაქშეჰირი), ჰელიო ვარელა (მაკაბი თელ ავივი)


შემტევები: ჟილსონ ბენჩიმოლი (აკრონ ტოლიატი), დაილონ ლივრამენტო (კასა პია), რაიან მენდესი (იგდირი)


მწვრთნელი: ბუბისტა


საუდის არაბეთი


საუდის არაბეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯამში 6-ჯერ ითამაშა, ეს კი მე-7 ასპარეზობა იქნება. ქვეყანა მონაწილეობდა 1994, 1998, 2002, 2006, 2018, 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატებში, ხოლო 2034 წლის ტურნირს მასპინძლის სტატუსით შეხვდება.


საუდის არაბეთის საუკეთესო შედეგი 1994 წელს დაფიქსირდა, როდესაც გუნდმა მერვედფინალამდე მიაღწია.


საუდის არაბეთის ნაკრებში ყველაზე მეტი, 10 მატჩი მუნდიალებზე მეკარე მოჰამედ ალ დააიას აქვს ჩატარებული (1994, 1998, 2002), 4 მუნდიალზე კი მონაწილეობა სამი ალ ჯაბერს აქვს მიღებული (1994, 1998, 2002, 2006).


რაც შეეხება საუკეთესო ბომბარდირებს, 3-3 გოლით გამორჩეულები სამი ალ ჯაბერი (1994, 1998, 2006) და სალემ ალ დავსარი (2018, 2022) არიან, ეს უკანასკნელი წელს ნაკრების კაპიტანია და ალ ჯაბერის რეკორდის მოხსნას შეეცდება.


ფიფას რეიტინგში საუდის არაბეთი 61-ე ადგილს იკავებს.



მეკარეები: ნავაფ ალ აქიდი (ალ ნასრი), მოჰამედ ალ ოვაისი (ალ ულა), აჰმედ ალ კასარი (ალ ქადსია)


მცველები: ალი მაჯრაში (ალ აჰლი), ალი ლაჯამი (ალ ჰილალი), აბდულელა ალ ამრი (ალ ნასრი), ჰასან ალ ტამბაკტი (ალ ჰილალი), საუდ აბდულჰამიდი (ლანსი), ნავაფ ბუშალი (ალ ნასრი), ჰასან კადეში (ალ იტიჰადი), მოტებ ალ ჰარბი (ალ ჰილალი), ჯეჰად ტაკრი (ალ ქადსია), მოჰამედ აბუ ალ შამატი (ალ ქადსია)


ნახევარმცველები: ნასერ ალ დავსარი (ალ ჰილალი), მუსაბ ალ ჯუვაირი (ალ ქადსია), აბდულა ალ ხაიბარი ალ ნასრი), ზიად ალ ჯოჰანი (ალ აჰლი), ალაა ალ ჰეჯი (ნეომი), მოჰამედ კანო (ალ ჰილალი)


შემტევები: აიმან იაჰია (ალ ნასრი), ფირას ალ ბურაიკანი (ალ აჰლი), სალემ ალ დავსარი (ალ ჰილალი), სალეჰ ალ შეჰრი (ალ იტიჰადი), ხალიდ ალ განამი (ალ ეტიფაქი), აბდულა ალ ჰამდანი (ალ ნასრი), სულთან მანდაში (ალ ჰილალი) 


მწვრთნელი: გეორგიოს დონისი


ესპანეთი 


ესპანეთი ერთ-ერთია იმ 8 ქვეყანას შორის, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ესპანეთმა ტიტული 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში მოიპოვა, რაც იმავდროულად ნაკრების ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო.


ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მონაწილეა - გუნდს 22 ტურნირიდან 16-ში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2010 წლის ტრიუმფამდე, მისი საუკეთესო შედეგი 1950 წელს დაფიქსირებული მე-4 ადგილი იყო.


ესპანეთის ნაკრები 2-ჯერ გავიდა ნახევარფინალში და 6-ჯერ მიაღწია მეოთხედფინალს, თუმცა 2010 წლის ჩემპიონობის შემდეგ გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა ვეღარ მოახერხა.


ესპანელთა მხრიდან მუნდიალებზე ყველაზე მეტი, 17-17 მატჩი იკერ კასილიასსა (2002, 2006, 2010, 2014) და სერხიო რამოსს (2006, 2010, 2014, 2018) აქვთ ჩატარებული.


იკერისა და სერხიოს გარდა 4 ტურნირზე ასევე უთამაშიათ: ანდონი სუბისარეტას (1986, 1990, 1994, 1998), სერხიო ბუსკეტსს (2010, 2014, 2018, 2022), ჩავისა (2002, 2006, 2010, 2014) და ანდრეს ინიესტას (2006, 2010, 2014, 2018).


ფურია როხას საუკეთესო ბომბარდირი მუნდიალებზე დავიდ ვილია არის, რომელმაც 2006, 2010 და 2014 წლებშ ჯამში 9 გოლი გაიტანა.


ევროპის მოქმედი ჩემპიონი ფიფას რეიტინგში მე-2 პოზიციაზეა.



მეკარეები: უნაი სიმონი (ატლეტიკი) , დავიდ რაია (არსენალი), ჟოან გარსია (ბარსელონა)


მცველები: მარკ კუკურელია (ჩელსი), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), აიმერიკ ლაპორტი (ატლეტიკი) , მარკ კუბილი (ატლეტიკო), ერიკ გარსია (ბარსელონა), მარკოს ლიორენტე (ატლეტიკო), პედრო პორო (ტოტენჰემი)


ნახევარმცველები: პედრი (ბარსელონა), ფაბიან რუისი (პსჟ), მარტინ სუბიმენდი (არსენალი), გავი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი), ალექს ბაენა (ატლეტიკო), მიკელ მერინო (არსენალი)


თავდამსხმელები: მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), დანი ოლმო (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ატლეტიკი), იერემი პინო (კრისტალ პალასი), ფერან ტორესი (ბარსელონა), ბორხა იგლესიასი (სელტა), ვიქტორ მუნიოსი (ოსასუნა), ლამინ იამალი (ბარსელონა)


მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე


ურუგვაი


ურუგვაი 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია (1930, 1950), თუმცა თავს 4-გზის ჩემპიონად მოიაზრებენ, რადგან მათ 1924 და 1928 წლის ოლიმპიადებიც მოიგეს, რომელიც ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის წინამორბედი იყო.


ურუგვაელთა მხრიდან ყველაზე მეტი, 17 მატჩი მუნდიალებზე ედინსონ კავანის აქვს ჩატარებული (2010, 2014, 2018).


4 ტურნირზე მონაწილეობა მიღებული აქვთ ფერნანდო მუსლერას, დიეგო გოდინს, ლუის სუარესს, მარტინ კასერესსა და პედრო როჩას. 39 წლის ფერნანდო მუსლერასთვის კი წელს მე-5 მუნდიალი იქნება.


ურუგვაის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი მუნდიალებზე ოსკარ მიგესია, რომელმაც 1950 და 1954 წლებში ჯამში 8 გოლის გატანა მოახერხა.


ფიფას რეიტინგში ურუგვაი ამ მომენტისთვის მე-16 ადგილს იკავებს.



მეკარეები: სერხიო როჩეტი (ინტერნასიონალი), სანტიაგო მელე (მონტერეი), ფერნანდო მუსლერა (ესტუდიანტესი)


მცველები: ხოსე ხიმენესი (ატლეტიკო), სებასტიან კასერესი (კლუბ ამერიკა), რონალდ არაუხო (ბარსელონა), გილერმო ვარელა (ფლამენგო), მატიას ოლივერა (ნაპოლი), მატიას ვინა (რივერ პლეიტი), სანტიაგო ბუენო (ვულვზი)


ნახევარმცველები: მანუელ უგარტე (მანჩესტერ იუნაიტედი), როდრიგო ბენტანკური (ტოტენჰემი), ნიკოლას დე ლა კრუზი (ფლამენგო), ფედერიკო ვალვერდე (რეალი), ჯორჯიან დე არასკაეტა (ფლამენგო), აგუსტინ კანობიო (ფლუმინენსე), ემილიანო მარტინესი (პალმეირასი), მაქსიმილიანო არაუხო (სპორტინგი), ხოაკინ პიკერესი (პალმეირასი), ხუან მანუელ სანაბრია (სოლტ ლეიკი), როდრიგო სალასარი (ბრაგა)


შემტევები: დარვინ ნუნიესი (ალ ჰილალი), ფაკუნდო პელისტრი (პანათინაიკოსი), ბრაიან როდრიგესი (კლუბ ამერიკა), როდრიგო აგირე (UANL), ფედერიკო ვინიასი (ოვიედო)


მწვრთნელი: მარსელო ბიელსა


H ჯგუფის განრიგი


ტური 1


ესპანეთი - კაბო ვერდე (15 ივნისი, 20:00)

საუდის არაბეთი - ურუგვაი (16 ივნისი, 02:00)


ტური 2


ესპანეთი - საუდის არაბეთი (21 ივნისი, 20:00)

ურუგვაი - კაბო ვერდე (22 ივნისი, 02:00)


ტური 3


კაბო ვერდე - საუდის არაბეთი (27 ივნისი, 04:00)

ურუგვაი - ესპანეთი (27 ივნისი, 04:00)

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

cape-verde-islands
saudi-arabia
spain
uruguay

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ესპანეთის ბანაკში არეულობაა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ესპანეთის ბანაკში არეულობაა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რის პირობას დებს იამალი მსოფლიოს მოგების შემთხვევაში?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რის პირობას დებს იამალი მსოფლიოს მოგების შემთხვევაში?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მორატა: „რამდენიმე წლის წინ განადგურებული ვიქნებოდი, ახლა ვხვდები რომ არ ვიმსახურებ"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მორატა: „რამდენიმე წლის წინ განადგურებული ვიქნებოდი, ახლა ვხვდები რომ არ ვიმსახურებ"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

07 ივნ, 2026

ესპანეთის ბანაკში არეულობაა

News image

08 ივნ, 2026

რის პირობას დებს იამალი მსოფლიოს მოგების შემთხვევაში?

News image

10 ივნ, 2026

მუნდიალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები

News image

2 სთ წინ

მორატა: „რამდენიმე წლის წინ განადგურებული ვიქნებოდი, ახლა ვხვდები რომ არ ვიმსახურებ"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება