10 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გთავაზობთ მუნდიალზე მონაწილე გუნდების განხილვას ჯგუფების მიხედვით.
ყველაფერი, რაც A ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც B ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც C ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც D ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც E ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ყველაფერი, რაც F ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
დღეს G ჯგუფს წარგიდგენთ, სადაც ბელგიის, ეგვიპტეს, ირანისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები იასპარეზებენ.
ბელგიელების ოქროს თაობა წარსულს ჩაბარდა და იმ გუნდიდან მხოლოდ რამდენიმე ვეტერანიღა თუ შემორჩა გუნდში. სახელებით ბელგიელები ისეთ დიდ საფრთხეს აღარ წარმოადგენენ, თუმცა დისტანციაზე ფავორიტების გამწარება თავისუფლად შეუძლიათ. თუმცა, იქამდე ჯერ ჯგუფური ეტაპი უნდა დაძლიონ, სადაც მთავარ მეტოქედ ალბათ ეგვიპტე ეყოლება.
ბელგიისთვის ეს მე-14 მსოფლიო ჩემპიონატი იქნება და აქამდე გუნდის საუკეთესო შედეგი - მესამე ადგილია, რომელიც 2018 წელს დაფიქსირდა. იქამდე საუკეთესო კი 1986 წლის მუნდიალზე დაფიქსირებული მეოთხე ადგილი იყო.
ბელგიის ნაკრები ფიფას რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს.
მეკარეები: ტიბო კურტუა (რეალი), სენე ლამენსი (მანჩესტერ იუნაიტედი), მაიკ პენდერსი (სტრასბურგი)
მცველები: ტიმოტი კასტანი (ფულემი), ზენო დებასტი (სპორტინგი), მაქსიმ დე კუიპერი (ბრაიტონი), კონი დე ვინტერი (მილანი), ბრანდონ მეხელე (ბრიუგე), ტომას მენიე (ლილი), ნათან ნგოი (ლილი), ჟოაკინ სეისი (ბრიუგე), არტურ თეატე (აინტრახტი)
ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (ნაპოლი), ამადუ ონანა (სატონ ვილა), ნიკოლას რასკინი (რეინჯერსი), იური ტილემანსი (ასტონ ვილა), ჰანს ვანაკენი (ბრიუგე), აქსელ ვიტსელი (ჟირონა)
თავდამსხმელები: შარლ დე კეტელარე (ატალანტა), ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი), მატიას ფერნანდეს-პარდო (ლილი), რომელუ ლუკაკუ (ნაპოლი), დოდი ლუკებაკიო (ბენფიკა), დიეგო მორეირა (სტრასბურგი), ალექსის სალემაკერსი (მილანი), ლეანდრო ტროსარი (არსენალი)
აფრიკული გრანდისთვის ეს მხოლოდ მე-4 მონაწილეობა იქნება მუნდიალზე. 2018-ში სალაჰმა ნაკრები 1990 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა თავისი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც თავად ტრავმირებული იყო და სრული პოტენციალის გამოვლენა ვერ მოახერხა. შედეგად, გუნდი ჯგუფში ჩარჩა.
საუკეთესო შედეგი კი შორეულ 1934 წელს დაფიქსირდა, როცა ეგვიპტელები ჯგუფიდან გავიდნენ და 1/8 ფინალში გამოვარდნენ. საუკეთესო შედეგის გამეორებისთვის, ჯგუფის დაძლევის შემდეგ ეგვიპტეს კიდევ ერთი ბარიერის გადალახვა მოუწევს.
ეგვიპტის ნაკრები ფიფას რეიტინგში 29-ე ადგილზეა.
მეკარეები: მოჰამედ ელ შენავი (ალ აჰლი), მოსტაფა შობეირი (ალ აჰლი), მოჰამედ ალა (ზამალეკი)
მცველები: მოჰამედ ჰანი (ალ აჰლი), ტარეკ ალაა (ZED), ჰამდი ფათჰი (ალ ვაქრა), რამი რაბია (ალ აინი), იასერ იბრაჰიმი (ალ აჰლი), ჰოსამ აბდელმაგიდი (ზამალეკი), მოჰამედ აბდელმონემი (ნიცა), ახმედ ფატუჰი (ზამალეკი), კარიმ ჰაფეზი (პირამიდსი)
ნახევარმცველები: მარვან ატია (ალ აჰლი), მოჰანად ლაშინი (პირამიდსი), ნაბილ ემადი (ალ ნაჯმა), მაჰმუდ საბერი (ZED), ახმედ ზიზო (ალ აჰლი), იმამ აშური (ალ აჰლი), მოსტაფა ზიკო (პირამიდსი), მაჰმუდ ტრეზეგე (ალ აჰლი), იბრაჰიმ ადელი (ნორდშელანდი), ჰაისემ ჰასანი (ოვიედო)
თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ომარ მარმუში (მანჩესტერ სიტი), აქტაი აბდალა, ჰამზა აბდელკარიმი (ბარსელონა B).
ირანისთვის ეს მე-7 მუნდიალი იქნება, გუნდს ბოლო ზედიზედ სამ მსოფლიოზე აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა სტაბილურად ჯგუფში რჩებოდა. საუკეთესო შედეგი 1978-ში დაფიქსირდა, როცა ნაკრები პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე გამოვარდა.
მიმდინარე აშშ-ირანის ომის გამო, აზიელების მუნდიალზე ჩამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და განიხილებოდა მათი სხვა ნაკრებით ჩანაცვლებაც, თუმცა საბოლოოდ, ირანი უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ, ჩამოსვლას დათანხმდა.
ირანი ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში მე-20 პოზიციაზეა.
მეკარეები: ალირეზა ბეირანვანდი (ტრაქტორი), სეიედ ჰოსეინ ჰოსეინი (სეპაჰანი), პაიამ ნიაზმანდი (პერსეპოლისი)
მცველები: დანიალ ეირი (მალავანი), ეჰსან ჰაჯსაფი (სეპაჰანი), სალეჰ ჰარდანი (ესტეგლალი), ჰოსეინ კანაანი (პერსეპოლისი), შოჯა ხალილზადე (ტრაქტორი), მილად მოჰამადი (პერსეპოლისი), ალი ნემატი (ფოლადი), ომიდ ნურაფკანი, რამინ რეზაეიანი (ფოლადი)
ნახევარმცველები: რუზბე ჩეშმი (ესტეგლალი), საიდ ეზატოლაჰი (შაბაბ ალ აჰლი), მეჰდი გაედი (ალ ნასრი), სამან ღოდოსი (ქალბა), მოჰამად ღორბანი (ალ ვაჰდა), ალირეზა ჯაჰანბახში (დენდერი), მოჰამად მოჰები (როსტოვი), ამირ მოჰამად რაზაღინია (ესტეგლალი), მეჰდი ტორაბი (ტრაქტორი), არია იუსეფი (სეპაჰანი)
თავდამსხმელები: ალი ალიპური (პერსეპოლისი), დენის დარგაჰი (სტანდარდი), ამირჰოსეინ ჰოსეინზადე (ტრაქტორი), მეჰდი ტარემი (ოლიმპიაკოსი), შაჰრიარ მოღანლუ (ქალბა).
ახალი ზელანდიისთვის ეს ისტორიში მე-4 და ამ საუკუნეში მეორე მუნდიალი იქნება. უკანასკნელად გუნდმა 2010-ში ითამაშა და რეკორდიც დაამყარა - ჯგუფში ისე ჩარჩა, რომ არცერთი მატჩი არ წაუგია (3 ფრე).
საუკეთესო შედეგიც ზელანდიელებისთვის ესაა - ჯგუფში ჩარჩენა. ამიტომ, ამ ჯგუფის აუთსაიდერებიც რომ ისინი არიან, ამაში გასაკვირი არაფერია.
გუნდის მთავარი ვარსკვლავი ნოტინგემ ფორესტის ფორვარდი კრის ვუდია, რომელსაც პრემიერ ლიგაში გოლების სტაბილურად გატანის გამოცდილება აქვს.
ახალი ზელანდია ფიფას რეიტინგში ამჟამად 85-ე ადგილს იკავებს.
მეკარეები: მაქს კროკომბი (მილუოლი), ალექს პაულსენი (ლეხია გდანსკი), მაიკლ ვუდი (ოკლენდი)
მცველები: ტაილერ ბინდონი (შეფილდ იუნაიტედი), მაიკლ ბოქსალი (მინესოტა), ლიბერატო კაკაჩე (ვრექსემი), ფრენსის დე ვრისი (ოკლენდი), კალან ელიოტი (ოკლენდი), ტიმ პეინი (ველინგტონი), ნანდო პიინაკერი (ოკლენდი), ტომი სმიტი (ბრეინტრი), ფინ სურმანი (პორტლენდი)
ნახევარმცველები: ლაკლან ბეილისი (ნიუკასლ ჯეტსი), ჯო ბელი (ვიკინგი), მეთ გარბეტი (პიტერბორო), ელი ჯასტი (მაზერველი), კალუმ მაკკოუატი (სილკებორგი), ბენ ოლდი (სენტ-ეტიენი), ალექს რუფერი (ველინგტონი), მარკო სტამენიჩი (სუონსი), სარპრიტ სინგი (ველინგტონი), რაიან თომასი (ცვოლე)
თავდამსხმელები: კოსტა ბარბარუსესი (ვესტერნ სიდნეი), ჯესი რენდალი (ოკლენდი), ბენ ვეინი (პორტ ვეილი), კრის ვუდი (ნოტინგემი).
ტური 1
ბელგია - ეგვიპტე (15 ივნისი, 23:00)
ირანი - ახალი ზელანდია (16 ივნისი, 05:00)
ტური 2
ბელგია - ირანი (21 ივნისი, 23:00)
ახალი ზელანდია - ეგვიპტე (22 ივნისი, 05:00)
ტური 3
ეგვიპტე - ირანი (27 ივნისი, 07:00)
ახალი ზელანდია - ბელგია (27 ივნისი, 07:00)

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები

