ინტერს დღეს პარმასთან მატჩში მხოლოდ ერთი ქულა სჭირდება 2025-26 წლების სეზონის სკუდეტოს მოსაგებად, თუმცა ტიტულის აღმართვისთვის მათ სეზონის ბოლო ტურამდე მოცდა მოუწევთ.
კრისტიან კივუს გუნდი სერია ა-ს ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. პარმასთან ფრეც კი გაუნაღდებს მათ მე-21 ტიტულს სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე.
დადგენილი წესის მიხედვით, ჩემპიონის თასს ინტერის ფეხბურთელები მხოლოდ ბოლო ტურში, 17 მაისის უქმეებზე, ჰელას ვერონასთან საშინაო მატჩის შემდეგ ჩაიბარებენ.
იტალიური მედიის ცნობით, საჩემპიონო ზეიმი ტრადიციულ ღია ავტობუსით მსვლელობასაც მოიცავს. ამასთანავე, 13 მაისს ინტერს კოპა იტალიის ფინალი ელის ლაციოს წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბს შესაძლებლობა აქვს სულ რაღაც ორ კვირაში ორი ტიტული მოიგოს.