სერბეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სვეტისლავ პეშიჩმა ევრობასკეტ 2025-სთვის 17-კაციანი განაცხადი დაასახელა.
შემადგენლობაში ვხედავთ NBA-ის სამგზის MVP-ს, ნიკოლა იოკიჩს.
სერბეთი ევრობასკეტზე A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ესტონეთი, ლატვია, ტურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია იქნებიან.
სერბეთის გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ბოგდან ბოგდანოვიჩი (ლოს ანჯელეს კლიპერსი)
სტეფან იოვიში (თავისუფალი აგენტი)
ვასილიე მიჩიჩი (ჰაპოელ თელ ავივი)
ვანია მარინკოვიჩი (პარტიზანი)
ალექსა ავრამოვიჩი (დუბაი)
მარკო გუდურიჩი (ოლიმპია მილანო)
უროს ტრიფუნოვიჩი (ტოფას ბურსა)
ნიკოლა ტოპიჩი (ოკლაჰომა სიტი თანდერი)
ოგნიენ დობრიჩი (ცრვენა ზვეზდა)
დეიან დავიდოვაჩი (ცრვენა ზვეზდა)
ნიკოლა იოვიჩი (მაიამი ჰიტი)
ალენ სმაილაჯიჩი (ვირტუს ბოლონია)
ტრისტან ვუკჩევიჩი (ვაშინგტონ უიზარდსი)
ფილიპ პეტრუშევი (დუბაი)
ნიკოლა იოკიჩი (დენვერ ნაგეტსი)
ნიკოლა მილუტინოვი (ოლიმპიაკოსი)
ბალსა კოპრივიცა (ბაჰჩეშეჰირი)
ევრობასკეტი 2025 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.