სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 2025 წლის VTB-ის სუპერთასი გაიმართება, რომელშიც 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, დევის ბერტანსი კი წინასასეზონო ტურნირს გამოტოვებს.
დუბაის 32 წლის მოთამაშემ აღნიშნული გადაწყვეტილება ლატვიის ნაკრების ევრობასკეტ 2025-სთვის მოსამზადებელ შეკრებაზე გამოაცხადა.
"იმის გათვალისწინებით თუ ვინ აორგანიზებს VTB-ის სუპერთასს, ამ სახელის მქონე ტურნირში მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუნდაც ცრვენა ზვეზდასთან თამაშში.
გუნდი ჩემს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, იმის მიუხედავად, რომ მწვრთნელს ამ პერსპექტივით სიტუაციისთვის იქამდე არ შეუხედავს." - განაცხადა ლატვიელმა.
ევროლიგის ახალწვეულ დუბაისთან და სერბულ ცრვენ ზვეზდასთან ერთად ტურნირში მონაწილეობას რუსული გუნდები, ცსკა და ზენიტი მიიღებენ. ტურნირი 24-25 სექტემბერს ბელგრადში რუსული კომპანიის სპონსორობით გაიმართება.
დევის ბერტანსი ერთ-ერთი იქნება, რომელიც დუბაისთან ერთად ევროლიგის პირველ სეზონში ითამაშებს.
ლატვიელის ანგარიშზე NBA-ში 520 თამაშია. ის სხვადასხვა პერიოდში სან ანტონიო სპურსში, დალას მავერიქსში, ვაშინგტონ უიზარდსში, შარლოტ ჰორნეტსსა და ოკლაჰომა სიტი თანდერში თამაშობდა.
ლატვია მოახლოებული ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, ისინი A ჯგუფში თურქეთთან, ესტონეთთან, სერბეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან ერთად არიან.