საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2025-სთვის 19-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე კვიპროსში, ფინეთში, პოლონეთსა და ლატვიაში გაიმართება.
საბერძნეთი C ჯგუფში კვიპროსს, ესპანეთს, იტალიას, ბოსნიასა და საქართველოს ლიმასოლში დაუპირისპირდება.
ბერძენთა შემადგენლობაში მთავარი ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპოც მოხვდა, რომელმაც ევრობასკეტზე თამაშის სურვილი გამოთქვა.
კოსტას პაპანიკოლაუ (ოლიმპიაკოსი)
კოსტას სლუკასი (პანათინაიკოსი)
იანულის ლარენცაკისი (ოლიმპიაკოსი)
იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი ბაქსი)
დინოს მიტოგლუ (პანათინაიკოსი)
პანაგიოტის კალაიცაკისი (პანათინაიკოსი)
დიმიტრის კაციველისი (აეკი)
კოსტას ანტეტოკუნმპო (ოლიმპიაკოსი)
ვასილის ტოლიოპულოსი (პანათინაიკოსი)
ტაილერ დორსი (ოლიმპიაკოსი)
ნიკოს ჩუგკაზი (ცედევიტა)
ნეოკლის ავდალასი (ვირჯინია)
ომიროს ნეციპოგლუ (ოლიმპიაკოსი)
ანტონიოს კარაიანიდისი (ოლიმპიაკოსი)
ალექსანდროს ნიკოლაიდისი (მარუსი)
ალექსანდროს სამოდუროვი (პანათინაიკოსი)
ლეფტერის ლიოტოპულოსი (სენტ ჯონის უნივერსიტეტი)
ნასოს ბაზინასი (პრომეთე).
ევრობასკეტ 2025 - საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია