VIDEO: თოკო კვლავ ტრავმირებულია - ბარსამ პარიზს მის გარეშე სტუმრად მოუგო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონამ, ტრავმირებული თორნიკე შენგელიას გარეშე, ფრანგულ პარიზს სტუმრად ევროლიგის მატჩი 85:69 მოუგო.
თოკოს საზარდულის დაზიანება აქვს, რის გამოც 14 დეკემბერს ჩემპიონატში გამართული მანრესასთან შეხვედრაც გამოტოვა. მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უახლოეს მატჩებში უკვე ელოდებიან.
ბარსამ ევროლიგაზე ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა, მე-3 ადგილი გაიმყარა და ლიდერ ჰაპოელ თელ-ავივს კვლავ 1 მოგებით ჩამორჩება.
19 დეკემბერს, ასევე ევროლიგის ეგიდით, ბასკონიას უმასპინძლებენ, უქმეები კი კიდევ ერთ საშინაო შეხვედრას ჩემპიონატში ხოვენტუტ ბადალონასთან ჩაატარებენ.