VIDEO: გადამწყვეტი გოლი - ტაბატაძემ ბუხარა სუპერ ლიგაში დატოვა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
თომა ტაბატაძის გოლმა, უზბეკეთის სუპერ ლიგის რელეგაციის პლეი-ოფის ფინალში, ბუხარას არალთან მოაგებინა და უმაღლეს დივიზიონში დატოვა.
ქართველმა თავდამსხმელმა შეხვედრის ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე შეაგდო - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი თავით კარში გადაგზავნა.
თომა ბუხარას ივლისში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდს 5 გოლით დაეხმარა, მათ შორის, ისეთით, რომელმაც სუპერ ლიგის 2026 წლის სეზონში დარჩენა განაპირობა.
34 წლის ფორვარდს კლუბთან კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, მხარეებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება თუ არა.