VIDEO: 1/8 ფინალში გავიდნენ - შერმადინის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-6 ტურში, გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფე ისრაელურ ბნეი ჰერზილიასთან სტუმრად 86:94 დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.
კანარიელთა ქართველმა კაპიტანმა 19:33 წუთი ითამაშა - 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი.
ტენერიფემ 6-დან 4 შეხვედრა მოიგო და პირდაპირ 1/8 ფინალური ჯგუფის საგზური მოიპოვა.
ცნობისთვის, 1/8 ფინალში 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი შედგება - ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გუნდი 1/4 ფინალის საგზურს მიიღებს.
შერმადინის გუნდის ერთი მეტოქე გრან კანარიაა, დანარჩენი ორი კი 6-14 იანვარს გასამართი პლეი-ინის შეხვედრების შედეგად გაირკვევა.