2026 წლის იანვარში საქართველო 2 მსოფლიო თასს უმასპინძლებს. ამის შესახებ საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია წერს.
ინფორმაციის მიხედვით, კადეტებსა და იუნიორებს შორის, მსოფლიო თასი რაპირაში 16-18 იანვარს, ხოლო ხმალში 30 იანვრიდან 1-ელი თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
მსოფლიო თასებისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, გასულ კვირას საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მერაბ ბაზაძე და გენერალური მდივანი ნინო ჯერენაშვილი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრ დავით სახვაძესთან ერთად, ევროპის კონფედერაციის წარმომადგენლობას შეხვდნენ.