ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე +100 კგ. წონის პრიზიორების დაჯილდოებისას მომხდარის შემდეგ ტედი რინერმა კომენტარი გააკეთა.
"ის მაშინაც ვერ იგებს, როცა მე არ ვარ. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებულებს ვიმახსოვრებთ." - თქვა ფრანგმა გურამ თუშიშვილზე.
ქართველი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინალ ტასოევთან დამარცხდა, მედლის მიღების დროს კი მან ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა, რაც პარიზის ოლიმპიადაზე მომხდარი ინციდენტის გამოძახილია.
VIDEO: თუშიშვილმა რინერს ხელი არ ჩამოართვა