ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
თუშიშვილმა პირველ ბრძოლაში სლოვაკი მარიუს ფიზელი იპონით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც გერმანელ ლოსენი კონეს იპონით აჯობა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. 1/4 ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა ჯუდოკამ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს იპონით სძლია და დამაჯერებლად მოიგო.
ფინალში გასვლისთვის გურამი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ კორეელ კიმ მინჯონგს დაუპირისპირდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში ასევე იპონით დაამარცხა და მასთან შარშანდელ ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო.
თუშიშვილი ფინალში ინალ ტასოევს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა, გურამის იუკოს მეტოქემ ვაზარით უპასუხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ქართველი კი ვერცლის მედალს დაეუფლა.
ეს საქართველოს მე-4 მედალია წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე: ეთერ ლიპარტელიანმა ოქრო მოგვიტანა, ტატო გრიგალაშვილმა - ვერცხლი, ლუკა მაისურაძემ კი - ბრინჯაო.
თავად თუშიშვილისთვის კი მსოფლიო ჩემპიონატზებზე ეს მეოთხე მედალია. გურამი 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2024 წელს - ვერხლი, ხოლო 2022 წელს ბრინჯაო მიიღო.
მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ გუნდური შეჯიბრით დასრულდება.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის შეჯამება - რომელ ადგილზე გავედით საერთო ჩათვლაში?