ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ფინალში შეძლო გასვლა.
თუშიშვილმა პირველ ბრძოლაში სლოვაკი მარიუს ფიზელი იპონით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც გერმანელ ლოსენი კონეს იპონით აჯობა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
1/4 ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა ჯუდოკამ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს იპონით სძლია და დამაჯერებლად მოიგო.
ფინალში გასვლისთვის გურამი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ კორეელ კიმ მინჯონგს დაუპირისპირდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში ასევე იპონით დაამარცხა და მასთან შარშანდელ ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო.
ქართველმა მძიმეწონოსანმა ოთხივე ბრძოლა იპონით მოიგო და ფინალში ბრწყინვალე სვლით გავიდა.
თუშიშვილი ფინალში ინალ ტასოევს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ინდივიდუალურო დღე იმართება.
ამ დრომდე საქართველოს 3 მედალი აქვს მოპოვებული: ეთერ ლიპარტელიანმა ოქრო მოგვიტანა, ტატო გრიგალაშვილმა - ვერცხლი, ლუკა მაისურაძემ კი - ბრინჯაო.