თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე W35 კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირზე, სოფია შაფათავამ 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
1/8 ფინალში, ქართველმა მსოფლიოს 671-ე ჩოგან რუმინელ სტეფანია ბოიიჩას ორ სეტში აჯობა - 6:4; 6:3. კიდევ უფრო იოლად მოიგო 1/16 ფინალური მატჩი, რომელშიც ნიდერლანდელ მელისა ბოიდენთან მხოლოდ 2 გეიმი დათმო - 6:2; 6:0.
შაფათავა ტურნირზე მე-5 ნომრად არის განთესილი და 1/4 ფინალში კიდევ ერთ რუმინელ ანდრეეა პრისაჩარიუს (მსოფლიოს 508-ე ჩოგანი) შეხვდება.