ეგვიპტის ქალაქ ჰურგადაში მიმდინარე M 15-ის კატეგორიის ტურნირზე, ორი ქართველი ჩოგბურთელი 1/4 ფინალურ ეტაპზეა - ალექსანდრე ბაკში და ზურაბ ტყემალაძე.
გათამაშებაზე მე-3 განთესვის მქონე ბაკშიმ აქამდე გამართული ორივე მატჩი 2 სეტში მოიგო, ხოლო ტყემალაძემ ორივე შეხვედრაში 3-სეტიანი ბრძოლა გადაიტანა.
რაც შეეხება 1/4 ფინალურ მატჩებს - ბაკში ბელარუს დანიილ ოსტაპენკოვს (მე-5 განთესვა) შეხვდება, ტყემალაძის მეტოქე კი ამერიკელი მაქსველ მაკკენონი (მე-4 განთესვა) იქნება.
ქართველები სატურნირო ბადის სხვადასხვა მხარეს არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინალამდე ერთმანეთთან შეხვედრა არ მოუწევთ.