მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში კრიშტიანუ რონალდუს მიმართ არასათანადო პატივისცემას იჩენენ.
პორტუგალიელმა ალ-რიადთან და ალ-იტიჰადთან მატჩები გამოტოვა. გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მართავს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი (PIF) ალ-ნასრს კონკურენტებთან შედარებით და მიიჩნევს, რომ კლუბს საჩემპიონო ბრძოლაში ხელს უშლიან. პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი თანამშრომლების ნაწილისთვის ხელფასების დაგვიანება გახდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც ალ-ნასრმა სახელფასო დავალიანება დაფარა, რონალდუ გაფიცვას შეწყვეტს — მოსალოდნელია, რომ ის მოედანს შაბათს, ალ-ფატეხთან მატჩში დაუბრუნდება.
„საუდის არაბეთის ჩემპიონატი უცნაური მოვლენაა. კრიშტიანუ რონალდუს მოსვლამდე ამ ლიგის შესახებ არავის გაგებულიც კი არ ჰქონდა, ახლა კი უპატივცემულობას იჩენენ იმ ადამიანის მიმართ, ვინც ისინი მსოფლიო რუკაზე დაამატა.
დარწმუნებული ვარ, თუ კრიშტიანუ ხვალ წავა, ეს ლიგა მთელ თავის მიმზიდველობას დაკარგავს“, – განაცხადა კროოსმა პოდკასტში Einfach mal Luppen.