• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
Messi vs Ronaldo: წიგნი ორ დიდ ვარსკვლავზე
ფეხბურთიფეხბურთი

Messi vs Ronaldo: წიგნი ორ დიდ ვარსკვლავზე

09 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

თანამედროვე ფეხბურთის უმთავრესი სოლო დაპირისპირება ჩიხში შევიდა. ჩვენი დროის ორი უდიდესი ვარსკვლავი, უკვე დიდი ხანია, ევროპაში აღარ თამაშობს. ერთი თუ ამერიკის კონტინენტზე ახარებს ქომაგთა გულებს, მეორე საუდის არაბეთის ფეხბურთის მამებს უჩივის და ბოიკოტზეა. თუმცა ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მრავალწლიანი ქიშპობა მწვანე მინდორზე, შთაგონებად იქცა ამერიკელი ავტორებისთვის, რომლებმაც ამ დიდ დაპირისპირებას წიგნი მიუძღვნეს.


მესი კვლავ პირველია — MLS-ის 10 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი


რონალდუ საუდის არაბეთიდან წასვლას განიხილავს


Wall Street Journal-ის ორი რეპორტიორის, ჯოშუა რობინსონისა და ჯონათან კლეგის ნაწერში სათაურად „მესი რონალდოს წინააღმდეგ“, ვერ ნახავთ ორი ფეხბურთელის კარიერის სისტემატურ განხილვას, მათი ჩატარებული სეზონების, გოლებისა და რეკორდების სატისტიკას, სამაგიეროდ წიგნში აქცენტი მეტწილად პირადულ თემებზე კეთდება, რაც ძირითადად იმ პირებთან ინტერვიუებს ეფუძნება, რომლებსაც ორივე მოთამაშის მწვერვალზე ასვლისას, როგორც იტყვიან, რინგის გვერდით ადგილები ეკავათ.



ავტორთა ამერიკული შეხედულებები თვალშისაცემია. მაგალითად, უოლტერ სმიტს უბრალოდ „გლაზგოს გარეუბნიდან მოსულ ფერგიუსონის ერთ-ერთ ასისტენტად“ მოიხსენიებენ, თუმცა ამისდა მიუხედავად, წიგნი როგორც ის ინგლისში შეაფასეს, „ღირსეული საკითხავია“.


მთავარი თემა უმეტესად ისაა, თუ როგორ წარიმართა მათი ევროპული კარიერები, რამაც თანამედროვე ფეხბურთის რადიკალური ტრანსფორმაცია მოიტანა, და როგორ იქცა სპორტის N1 სახეობა ე.წ. გლობალური რბილი ძალის ძლიერ ინსტრუმენტად.



ბევრს ეხსომება, 2008 წლის ზაფხულში, როდესაც მადრიდის „რეალი“ ცდილობდა, პრესაში სხვადასხვა ისტორიების დათესვით რონალდუ გაეღიზიანებინა, რათა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლაზე ეფიქრა, განრისხებულმა ალექს ფერგიუსონმა პორტუგალიელ ლიდერს უთხრა: „თუ მადრიდელთა ამ ტაქტიკას დავემორჩილები, მთელი ჩემი ღირსება დაიკარგება, ყველაფერი გამიქრება და არ მაინტერესებს, ტრიბუნებზე ჯდომა მოგიწევს თუ არა... წელს არ გაგიშვებ!“



წიგნში ასევე საკმაოდ კარგი ანალიზია იმისა, თუ როგორ გაანადგურა მესის „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერმა ლამის მთელი „ბარსელონა“, რადგან მისი გიგანტური ხელფასის პირობებში რიცხვები ორგანიზაციის შემოსავლის 110%-მდე გაიზარდა. პარიზში გადაბარგებული არგენტინელი ხომ ფრანგული მოდის პლატადაც აქციეს, Christian Dior-ის პარტნიორად დამატებით და უბრალო ჯინსის შორტების ქაშმირის პალტოებზე გადაცვლით...



ბევრს შესაძლოა, გაგიკვირდეთ, ახალი რაღა შეიძლება ითქვას წლების განმავლობაში იმ ინტენსიურ ვარსკვლავურ მეტოქეობაზე, რითიც ბოლოს უკვე მთავარი მონაწილე გმირებიც კი დაიღალნენ, მაგრამ თუკი ამ ორი ადამიანის კონკურენციაზე ფიქრი ჯერაც არ მოგბეზრებიათ, ეს ინტელექტუალური და ადვილად წასაკითხი ისტორია სწორედ თქვენთვისაა - წიგნი, სადაც ახლიდან შეიტყობთ, თუ როგორ გახდა ეს ორი არანორმალურად ძლიერი ფეხბურთელი კიდევ უფრო დიადი.


P.S. ბუნდოვანია, სად და როგორ გაგრძელდება 41 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კარიერა. დადის მოარული ხმები და არსებობს უამრავ ქომაგთა უდიდესი სურვილი იმაზე, რომ ისიც ოკეანგაღმა წავა და მაიამიში მესის შეუერთდება. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება ამ ორის ერთად, ერთ გუნდში, ერთი მაისურით მხარდამხარ ხილვა, დევიდ ბექჰემს კი საამისოდ ფულიც აქვს, შნოც და მარიფათიც.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

მესი
კრიშტიანუ რონალდუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მხოლოდ პროტოკოლი და მეტი არაფერი: როგორ აფასებს მასკერანო თეთრ სახლში ვიზიტს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მხოლოდ პროტოკოლი და მეტი არაფერი: როგორ აფასებს მასკერანო თეთრ სახლში ვიზიტს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა თანხას უხდის ინტერ მაიამი მესის? - კლუბის მფლობელის განცხადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა თანხას უხდის ინტერ მაიამი მესის? - კლუბის მფლობელის განცხადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიტინიას აღიარება: რატომ ჩავარდა მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიტინიას აღიარება: რატომ ჩავარდა მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

50-ე გოლი კარიერაში — იამალმა მესის და რონალდუს რეკორდები მოხსნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

50-ე გოლი კარიერაში — იამალმა მესის და რონალდუს რეკორდები მოხსნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 მარ, 2026

მხოლოდ პროტოკოლი და მეტი არაფერი: როგორ აფასებს მასკერანო თეთრ სახლში ვიზიტს

News image

07 მარ, 2026

რა თანხას უხდის ინტერ მაიამი მესის? - კლუბის მფლობელის განცხადება

News image

7 სთ წინ

ვიტინიას აღიარება: რატომ ჩავარდა მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო?

News image

15 სთ წინ

50-ე გოლი კარიერაში — იამალმა მესის და რონალდუს რეკორდები მოხსნა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება