ლიონელ მესისა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინტერ მაიამის ვარსკვლავმა გასულ ოქტომბერში შეერთებულ შტატებში ვენესუელასთან ამხანაგურ მატჩში არ ითამაშა.
The Athletic-ის ცნობით, მაიამიში დაფუძნებულმა ღონისძიებების კომპანია VID Music Group-მა სამხრეთ ფლორიდის სასამართლოში 10-პუნქტიანი სარჩელი მესის, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციისა და მესამე მხარის აგენტის წინააღმდეგ შეიტანა.
მესი არ იყო შეყვანილი არგენტინის ნაკრების განაცხადში ვენესუელასთან მატჩისთვის - VID აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ მატჩამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე შეიტყო და ეს ინფორმაცია ასოციაციამ კომპანიას არ მიაწოდა.
სარჩელში ნათქვამია, რომ მესის არყოფნამ პირდაპირ იმოქმედა დასწრებაზე - VID-ის განცხადებით, მაყურებელთა რაოდენობა დაახლოებით 15,000 იყო, რაც სტადიონის ტევადობის დაახლოებით 23 პროცენტს შეადგენდა.
მესი მატჩის დროს ოჯახთან ერთად ლოჟაში იჯდა, რომლის ხარჯებიც, VID-ის თქმით, თავად კომპანიამ დაფარა.