მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
25 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ს ნახევრად მსუბუქი წონის მებრძოლი, მოვსარ ევლოევი, ილია თოფურიას გამოწვევას აგრძელებს.
რუსეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლის სტატისტიკა 19:0-ზეა. მისი აზრით, ამ წონითი კატეგორიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას სწორედ ის იმსახურებს და ილიას ზედა წონაში ასვლის და ისლამ მახაჩევთან ბრძოლის სურვილს ირონიულად ეხმაურება:
„კონორი, ისლამი, ხაბიბი, მეივეზერი, მუჰამედ ალი, მესი... კიდევ ვისთან გინდა დაპირისპირება, ნაცვლად შენივე დივიზიონის ერთადერთი დაუმარცხებელი მებრძოლისა?", - წერს ევლოევი პოსტში, რომელშიც ილია თოფურია მონიშნა.
თავად ქართველი მსოფლიო ჩემპიონის თქმით, მისი მომდევნო ბრძოლა უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია და საჯარო შესაძლოა უკვე მომდევნო კვირაში გახდეს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები