7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მატჩის სიახლეები და მიმდინარე ფორმა
მას შემდეგ, რაც გასულ თვეში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე არსენალთან დამარცხდა, ინტერმა ყველა ტურნირზე ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო, მათ შორის გასულ კვირას სასუოლო 5-0 გაანადგურა.
ამ სერიამ, რომელმაც ასევე მათი წაუგებელი მატჩების რაოდენობა ლიგაში 12-მდე გაზარდა, კრისტიან კივუს გუნდს საშუალება მისცა, მიმდინარე ტურის წინ სატურნირო ცხრილში უპირატესობა რვა ქულამდე გაეზარდა, თუმცა მეორეადგილოსან მილანს გასულ შაბათ-კვირას არ უთამაშია და პიზასთან მოგების შემდეგ სხვაობა უკვე 5 ქულაა.
ნერაძურის ხარისხს კიდევ უფრო უსვამს ხაზს ის ფაქტი, რომ მათ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში პირველმა გოლი 20 მატჩში გაიტანეს და აქედან 18 მოიგეს (1 ფრე, 1 წაგება). გარდა ამისა, მათ ჩემპიონატის ბოლო ხუთ საშინაო მატჩში ოთხჯერ მინიმუმ ორი გოლი გაიტანეს (4 მოგება, 1 ფრე).
იუვენტუსი მცირე ჩავარდნას განიცდის, გუნდმა ბოლო ოთხ ოფიციალურ მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო (2 ფრე, 1 წაგება). ამ სერიაში შედის გასული კვირის 2-2 ფრე ლაციოსთან, სადაც მათ მარცხი ბოლო წუთებზე გატანილი გოლით აირიდეს.
შედეგად, ლუჩანო სპალეტის გუნდმა ტოპ-ოთხეულისთვის ბრძოლაში უპირატესობა დაკარგა და ახლა რომასთან ქულებით გათანაბრებულია, თუმცა მესამე ადგილზე მყოფ ნაპოლის მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.
მიმდინარე სეზონში მათ ჩემპიონატის ტოპ-რვაში მყოფ გუნდებთან სტუმრად ჩატარებული სამივე მატჩი წააგეს, ამიტომ ბებერი ქალბატონისთვის გამარჯვების გზაზე დაბრუნება რთული ამოცანა იქნება, მით უმეტეს რომ მათ ბოლო ოთხ გასვლით შეხვედრაში სამჯერ გოლი ვერ გაიტანეს (1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება).
ურთიერთშეხვედრების ისტორია
ზედიზედ ორი ურთიერთშეხვედრის მოგების შემდეგ, იუვენტუსს შეუძლია გახდეს პირველი გუნდი 2012 წლის შემდეგ, რომელიც ამ დაპირისპირებაში სერია A-ში ზედიზედ სამ მატჩს მოიგებს.
სტატისტიკა და სერიები
სერია A-ს ამ სეზონში ინტერმა ყველაზე მეტჯერ შეინახა კარი მშრალად (13).
მიმდინარე სეზონში ინტერის 12 საშინაო მატჩიდან ცხრა 2.5-ზე მეტი გოლით დასრულდა.
იუვენტუსმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის ოთხივე გასვლითი მატჩი წააგო, როდესაც პირველი გოლი გაუშვა.
იუვენტუსის 16 გასვლითი გოლიდან შვიდი 61-ე და 75-ე წუთებს შორის არის გატანილი.
საკვანძო ფეხბურთელები
ფედერიკო დიმარკომ ბოლო ოთხ მატჩში რვა გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 6 საგოლე გადაცემა), მათ შორის სასუოლოსთან 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საპასუხო შეხვედრაში გოლის გატანისა და საგოლე გადაცემის შესრულების შემდეგ, ქენან ილდიზს ბოლო სამ ურთიერთშეხვედრაში სამი გოლი დაუგროვდა.
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი - ზომერი; ბისეკი, აკანჯი, ბასტონი; ლუის ენრიკე, ბარელა, ჟელინსკი, ჩალჰანოღლუ, დიმარკო; მარტინესი, ტურამი
იუვენტუსი - დი გრეგორიო; კალულუ, ბრემერი, კელი, კამბიასო; ლოკატელი, კოოპმაინერსი; მაკკენი, მირეტი, ილდიზი; დავიდი
მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები