მანჩესტერ სიტის ერთ-ერთი ლიდერი, ბერნარდუ სილვა, შესაძლოა, ეტიჰედ სთედიუმზე ბოლო თვეებს ატარებდეს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 31 წლის პორტუგალიელს ტურინის იუვენტუსი და ბენფიკა ეპატიჟებიან, მისი სიტიდან წასვლის შანსები კი სულ უფრო და უფრო იზრდება იმდენად, რამდენადაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
ტურინელები უფრო აქტიურად მოქმედებენ, ფეხბურთელის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ინტენსიურად აკვირდებიან და მის წარმომადგენლებთან კონტაქტს ინარჩუნებენ.
რაც შეეხება ბენფიკას, მისი უპირატესობა იმაშია, რომ სილვა 13 წლიდან მის აკადემიაში ვარჯიშობდა და პროფესიონალური კარიერაც და ლუჟზე დაიწყო.
გარდა ამისა, იანვარში ესპანური პრესა წერდა, რომ სილვას ქალაქელთა დატოვება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მის მთავარ მსურველად კი ბარსელონას ასახელებდნენ.
გამოცდილი ნახევარმცველი მანჩესტერული გრანდის რიგებში 2017 წლიდან თამაშობს და 441 მატჩში 152 საგოლე მოქმედება აქვს - 74 გოლი და 78 ასისტი.