ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსმა ქენან ილდიზთან და მის გარემოცვასთან ახალ გრძელვადიან კონტრაქტთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ახალი ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერასაც ილდიზი დათანხმდა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი და მისი ანაზღაურება გაიზრდება.
20 წლის თურქი ტურინელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღუარებადი მოთამაშე გახდება.
ქენან ილდიზი მიუნხენის ბაიერნის აღზრდილია და 2022 წელს იუვენტუსის მეორე გუნდს სწორედ გერმანული კლუბიდან შეუერთდა.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში თურქის ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.