პეპ გვარდიოლას და კარლო ანჩელოტის შემდეგ, იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი ტიაგო მოტამაც თქვა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ტიაგო მოტას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლო დანიშვნის თაობაზე დაუკავშირდა.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბოლონიასა და იუვენტუსის ყოფილმა დამრიგებელმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი სილვიო ბალდინიც იყო, თუმცა მისი დანიშვნის წინააღმდეგ სერია ა-ს კლუბების ხელმძღვანელობა წავიდა. ბალდინის იტალიური კლუბების მმართველები არაერთხელ გაუკრიტიკებია.
შეგახსენებთ, რომ ბალდინი იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებს უდგას სათავეში, თუმცა ჯენარო გატუზოს გადადგომის შემდეგ დროებით მთავარ გუნდში დაიკავა პოსტი.