კილიან მბაპემ გასულ პარასკევს ბეტისთან გამართულ მატჩში (1:1) დაზიანება მიიღო.
დღეს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფეხბურთელს მარცხენა ფეხის ნახევრადმყესოვანი კუნთის დაჭიმულობა აღენიშნება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მბაპეს მინიმუმ ესპანიოლთან მომდევნო ტურის შეხვედრა დანამდვილებით გაუცდება.
რეალი იმედოვნებს, რომ ფრანგი 10 მაისს, კამპ ნოუზე გასამართი ელ კლასიკოსთვის მაინც შეძლებს დაბრუნებას.
ლა ლიგის დარჩენილი ტურები რეალისთვის ფაქტობრივად ფორმალობად არის ქცეული - ბარსელონა 11 ქულით არის წინ და მისი გაჩემპიონებაც უბრალოდ დროის ამბავია.
დღეის მდგომარეობით, ბარსელონას ლა ლიგის ჩემპიონობის განაღდება კლასიკოში გამარჯვებით შეუძლია.