მადრიდის რეალის გასახდელს უჩინარი ლიდერი ჰყავს.
როგორც ფრანგი ჟურნალისტი Romain Molina იტყობინება, დღევანდელ რეალში ლიდერობას ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, ედერ მილიტაო ითავსებს, რომელიც ხშირად მატჩების წინ სიტყვით გამოდის და თანაგუნდელების მოტივირებას ცდილობს.
გუნდის კაპიტანს, დანი კარვახალს ალვარო არბელოასთან ცუდი ურთიერთობა აქვს.
სხვა გამოცდილი ფეხბურთელები - ტიბო კურტუა და ფედე ვალვერდე ძირითადად ჩუმად არიან, ხოლო დავიდ ალაბამ ხშირი ტრავმიანობის გამო ავტორიტეტი დაკარგა.
ზოგჯერ, გამარჯვების დიდი სურვილის გამო, სიტყვით გამოდის და ხმასაც უწევს ხოლმე ჯუდ ბელინგემი.
რაც შეეხება შეტევის ლიდერებს - კილიან მბაპეს და ვინისიუს ჯუნიორს, ისინი გასახდელში თითქმის არ ლაპარაკობენ.