VIDEO: სრული სიგიჟე ესპანეთში - მეკარემ მეტოქეს მუშტი გაარტყა
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგა 2-ის მატჩი უესკასა და სარაგოსას შორის დიდი სკანდალით დასრულდა.
მატჩი მასპინძლებმა მინიმალურად 1:0 მოიგეს, თუმცა მთელი ყურადღება მატჩის ბოლო წუთებმა მიიპყრო, როცა სტუმართა მეკარემ, ესტებან ანდრადამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, ნერვები ვერ მოთოკა და მეტოქე ფეხბურთელს სახეში მუშტი უთავაზა.
სიტუაცია უკონტროლო გახდა და მსაჯს კიდევ ორი წითელი ბარათის ამოღებაც მოუწია.