რეალი ალვარო არბელოას ხელში იმაზე ბევრად უფრო იშვიათად იგებს, ვიდრე სხვა მწვრთნელების დროს.
პარასკევს რეალმა ესპანელის ხელმძღვანელობით ლა ლიგის 32-ე ტურში ბეტისთან ფრე (1:1) ითამაშა.
Marca-ს მონაცემებით, არბელოას გამარჯვებების მაჩვენებელი გუნდის სათავეში ჩატარებულ 23 მატჩში 60,9%-ს შეადგენს (14 მოგება 23-დან).
ეს არის ყველაზე ცუდი შედეგი რეალის იმ მწვრთნელებს შორის, რომლებმაც მინიმუმ 20 თამაში ჩაატარეს, ბერნდ შუსტერის დათხოვნის შემდეგ. შუსტერის დროს, 2008 წელს, მოგებების მაჩვენებელი 59%-ს შეადგენდა.
არბელოამ მადრიდი 12 იანვარს, ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ ჩაიბარა.