ბარსელონამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 33 ტურში 85 ქულა დააგროვა (28 მოგება, 1 ფრე, 4 მარცხი).
ტურნირის ისტორიაში (მას შემდეგ, რაც გამარჯვებისთვის 3 ქულას ანიჭებენ), პირველი 33 მატჩის შემდეგ უფრო მეტი ქულა მხოლოდ იმავე ბარსელონას ჰქონდა 2010-11 წლების სეზონში (88 ქულა).
შაბათს, ჰანსი ფლიკის გუნდმა გადადებულ 32-ე ტურში ხეტაფე დაამარცხა (2:0). „ლურჯ-ბროწეულისფრები“ ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე რეალს 11 ქულით უსწრებენ.
კატალონიელები სარეკორდო 100 ქულას დააგროვებენ, თუ დარჩენილ ყველა მატჩს მოიგებენ. აქამდე ეს მხოლოდ ბარსელონამ (2012-13 წლების სეზონში) და რეალმა (2011-12 წლების სეზონში) მოახერხეს.
სარეკორდო სეზონებში 33 ტურის შემდეგ რეალს 82 ქულა ჰქონდა, ბარსელონას კი იმდენივე, რამდენიც ახლა აქვს (85).
ხოლო იმ სეზონში, რომელშიც ბარსამ 33 ტურში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა (88 ქულა), გუნდმა სეზონი 96 ქულით დაასრულა.