კომო მადრიდის რეალის მორიგი ტალანტის, დანიელ იანიესის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.
იტალიელი ჟურნალისტის, ნიკო შირას ინფორმაციით, 19 წლის შემტევი სესკ ფაბრეგასმა პირადად დაარწმუნა, რომ კარიერა სერია A-ში გააგრძელოს.
ფაბრეგასი იანიესს ტალანტს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს და მიიჩნევს, რომ ის იდეალურად მოერგება გუნდის სათამაშო სტილს. ტრანსფერი იმავე ფორმულით იგეგმება, რომლითაც კომომ ნიკო პასი დაიმატა:
მადრიდის რეალი ნებისმიერ შეთანხმებაში ჩართავს პუნქტს, რომელიც მათ მომავალში ფეხბურთელის დაბრუნების პრიორიტეტულ უფლებას მისცემს.
კომოსა და რეალს შორის დამყარებული მჭიდრო კავშირი უკვე ნაყოფს იძლევა — ნიკო პასისა და ხაკობო რამონის შემდეგ, იანიესი შესაძლოა მესამე „მადრიდელი“ გახდეს, რომელიც ფაბრეგასის გუნდს შეუერთდება.
დანიელ იანიესმა მიმდინარე სეზონში რეალის მთავარ გუნდში დებიუტი უკვე ჩაატარა და ელჩესთან მატჩში საგოლე გადაცემაც მიითვალა.