ბაიერნში დაადასტურეს, რომ ნიკოლას ჯექსონს ჩელსიდან არ გამოისყიდიან.
ჯერ კიდევ ნოემბერში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 24 წლის ფორვარდმა ბაიერნის მიერ მისი ავტომატური გამოსყიდვის შანსი დაკარგა.
ჩელსიდან იჯარით აყვანილ მოთამაშეს ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ჯამში 40 მატჩი უნდა ჩაეტარებინა (ან სასტარტო შემადგენლობაში, ან მინიმუმ ერთი ტაიმი), რათა კლუბებს შორის შეთანხმებული 65 მილიონ ევროიანი გამოსყიდვის ვალდებულება ძალაში შესულიყო.
„ჩვენ არ ვაპირებთ ნიკოლას ჯექსონის გამოსყიდვის შესაძლებლობის გამოყენებას." - განაცხადა ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა შაბათს.
Sky Sport-ის მონაცემებით, ბაიერნი ამ ეტაპზე ფეხბურთელის იჯარის გაგრძელების ვარიანტსაც არ განიხილავს და შესაბამისად, ფორვარდი ზაფხულში ჩელსიში დაბრუნდება.