კაზემირომ გოლის აღნიშვნა მანჩესტერ იუნაიტედს მიუძღვნა.
ნახევარმცველმა ბრენტფორდთან მატჩის (2:0) მე-11 წუთზე, პრემიერ ლიგის 34-ე ტურში გოლი გაიტანა.
გოლის აღნიშვნისას ბრაზილიელმა მანჩესტერის ლოგოზე მიუთითა და ის რამდენჯერმე აკოცა. ამის შემდეგ ოლდ ტრაფორდზე იუნაიტედის გულშემატკივრებმა სიმღერა დაიწყეს: „კიდევ ერთი წელი“.
რამდენიმე კვირის წინ, 34 წლის მოთამაშემ განაცხადა, რომ გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
კაზემიროს დარჩენის სურვილი რამდენჯერმე გამოთქვეს მანჩესტერის ფეხბურთელებმაც, ქომაგები კი დარჩენისკენ სხვა მატჩებშიც უბიძგებდნენ. თუმცა, ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ საკუთარი სიტყვის შეცვლას არ აპირებს და ოლდ ტრაფორდს სეზონის ბოლოს დანამდვილებით დაემშვიდობება.