• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
მანჩესტერის მილიონების ფლანგვა და ქაოსი: 13 მოთამაშე წასასვლელთა სიაში
ფეხბურთიფეხბურთი

მანჩესტერის მილიონების ფლანგვა და ქაოსი: 13 მოთამაშე წასასვლელთა სიაში

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ იუნაიტედი მორიგი დიდი წმენდისთვის ემზადება - ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდს, შესაძლოა, 13-მდე ფეხბურთელმა დატოვოს, რაც კლუბისთვის მრავალმილიონიან ფინანსურ ზარალს ნიშნავს.


ოლდ ტრაფორდზე ეპოქის დასრულებაზე ალაპარაკდნენ. კლუბის მთავარი საფიქრალი არა მხოლოდ ახალი მოთამაშეების დამატება, არამედ ძვირადღირებული ფეხბურთელებისგან გათავისუფლება და ბალანსის აღდგენაა. Manchester Evening News-ის ინფორმაციით, წასასვლელთა სიაში ისეთი ვარსკვლავები მოხვდნენ, რომლებშიც გუნდმა წლების წინ კოლოსალური თანხები გადაიხადა.

მარკუს რაშფორდის შემთხვევაში, ბარსელონას მისი გამოსყიდვის უფლება დაახლოებით 26 მილიონ ფუნტად აქვს, რაც ინგლისური კლუბისთვის მის რეალურ ღირებულებასთან შედარებით ძალიან დაბალი ციფრია. კაზემირო, რომელიც 2022 წელს 60 მილიონ ფუნტად შეიძინეს, გუნდს ისე დატოვებს, რომ კლუბის სალაროში თითქმის არაფერს დატოვებს.

კიდევ უფრო მძიმეა რასმუს ჰოილუნის მდგომარეობა, რომელიც 72 მილიონი ფუნტი დაჯდა, ახლა კი ნაპოლიში 50 მილიონ ევროდ გადასვლასთანაა ახლოს. ჯეიდონ სანჩო კი, რომელშიც თავის დროზე 73 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, გუნდს სულაც უფასოდ დატოვებს. კითხვის ნიშნის ქვეშაა ანდრე ონანას, ჯოშუა პირკზესა და მანუელ უგარტეს მომავალიც.

ბოლო 10 წელიწადში გუნდმა მხოლოდ 6 ტიტული მოიგო, პრემიერლიგაში კი 2013 წლის შემდეგ არ უტრიუმფია. ამ პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედმა 9 მწვრთნელი გამოიცვალა, რაც კლუბში არსებულ სრულ ქაოსზე მეტყველებს.


კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ამ რადიკალური ნაბიჯებით მაინც მოახერხებენ ახალი, უფრო დაბალანსებული ეპოქის დაწყებას.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მანჩესტერი
ჟოზე მოურინიო
პრემიერ ლიგა
რაშფორდი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლინგარდი ინგლისის გაჩემპიონებას ელის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლინგარდი ინგლისის გაჩემპიონებას ელის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას ფიქრობს ლივერპულის ხელმძღვანელობა სლოტზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას ფიქრობს ლივერპულის ხელმძღვანელობა სლოტზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რუნის არსენალის ჩემპიონობის სჯერა და გუნდის კოზირს ასახელებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რუნის არსენალის ჩემპიონობის სჯერა და გუნდის კოზირს ასახელებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გარი ნევილის განაჩენი არსენალს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გარი ნევილის განაჩენი არსენალს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

ლინგარდი ინგლისის გაჩემპიონებას ელის

News image

8 სთ წინ

რას ფიქრობს ლივერპულის ხელმძღვანელობა სლოტზე?

News image

8 სთ წინ

რუნის არსენალის ჩემპიონობის სჯერა და გუნდის კოზირს ასახელებს

News image

3 სთ წინ

გარი ნევილის განაჩენი არსენალს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება