გარი ნევილის პროგნოზით, ლონდონის არსენალს პრემიერლიგის მოგების უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვის.
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა მიიჩნევს, რომ მეთოფეების ევროპული თავგადასავალი ნახევარფინალში, მადრიდის ატლეტიკოსთან დასრულდება. ნევილის თქმით, მიკელ არტეტას გუნდს ევროპულ არენაზე წარმატებისთვის საჭირო გამოცდილება ჯერ კიდევ აკლია.
ამ მოთამაშეების უმრავლესობამ არ იცის, როგორ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. ვფიქრობ, ტურნირზე მათზე ძლიერი გუნდები დარჩნენ. ვერ ვხედავ შანსს, რომ ისინი მადრიდის ატლეტიკოს ბარიერს გადალახავენ
მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის არსენალი პრემიერლიგას ლიდერობს და ნიუკასლთან ბოლო მატჩში ებერეჩი ეზეს გოლით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ნევილი გუნდის შეტევითი პოტენციალით უკმაყოფილოა. მატჩში, სადაც გუნდს მხოლოდ 4 დარტყმა და 0.64 xG (მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი) ჰქონდა, ექსპერტმა დაინახა, რომ ტიტულისთვის ბრძოლის წნეხი ფეხბურთელებზე უარყოფითად მოქმედებს.
ნევილის აზრით, არსენალის მთავარი კოზირი დაცვაა, რაც მათ მანჩესტერ სიტისთან დუელში ეხმარება:
ისინი ფანტასტიკურად იცავენ თავს და მოედანზე გიჟებივით დარბიან, რომ პოზიციები შეინარჩუნონ. ეს ის თვისებაა, რომლითაც ამაყები უნდა იყვნენ და რამაც შესაძლოა პრემიერლიგა მოაგებინოთ
ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალში მიუნხენის ბაიერნი და პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, არსენალი კი ოთხშაბათს მადრიდში დიეგო სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ პირველ მატჩს გამართავს.