მიუნხენელთა ბანაკში გადამწყვეტი პერიოდი დგას: გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-სთან დაპირისპირებისთვის ემზადება, პარალელურად კი ხელმძღვანელობა მთავარი ვარსკვლავების შენარჩუნებაზე ზრუნავს.
რუმენიგემ დაადასტურა, რომ სეზონის დასრულებისთანავე ჰარი კეინთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყება. 32 წლის ფორვარდმა, რომელმაც ვინსენტ კომპანის ხელში თამაშის სტილი შეიცვალა და უფრო სიღრმიდან მოქმედებს, კლუბში ყოფნით კმაყოფილება უკვე გამოხატა.
ჰარი კეინის მიუნხენში ჩამოყვანა კლუბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. სეზონის შემდეგ მასთან მოლაპარაკებებს აუცილებლად გავმართავთ
რაც შეეხება მაიკლ ოლისეს, რომელსაც სალაჰის შემცვლელად ლივერპული აქტიურად აკვირდება, რუმენიგეს პოზიცია უცვლელია - ფეხბურთელი არ იყიდება. მან გაიხსენა 2009 წლის ისტორია, როდესაც კლუბმა ფრანკ რიბერის სანაცვლოდ ჩელსისგან სარეკორდო შეთავაზებაზე უარი თქვა და დააწესა „დაუწერელი კანონი“: არასოდეს გაყიდონ მოთამაშე, რომელიც მოედანზე გუნდს დააკლდება.
ოლისესთვის არ არსებობს ფასი, რომელიც დაგვაფიქრებს. ის საოცარი ბიჭია და მოედანზე ნამდვილ მაგიას ქმნის
მიუხედავად იმისა, რომ ოლისეს მიმართ ინტერესი პრემიერლიგიდან დიდია, მიუნხენის ბაიერნი 2029 წლამდე გაფორმებული