ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

,,ხვიჩა ფანტასტიკური ფეხბურთელი და ადამიანია" - ენრიკეს პრესკონფერენცია
ფეხბურთიფეხბურთი

,,ხვიჩა ფანტასტიკური ფეხბურთელი და ადამიანია" - ენრიკეს პრესკონფერენცია

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის წინ, პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მედიასთან ისაუბრა.


გუნდის განწყობაზე


„ჩვენ უნდა დავტკბეთ ასეთი მომენტებით, რადგან არასდროს იცი, კიდევ როდის მოგეცემა მსგავსი თამაშის შესაძლებლობა. ყველა ფეხბურთელი მზად არის ამ ნახევარფინალისთვის, ამიტომ ვნახავთ, რომელი იქნება საუკეთესო შემადგენლობა.


ყველა მწვრთნელს სურს გადამწყვეტ ეტაპზე გუნდი საუკეთესო ფორმაში ჰყავდეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მაგია მოთამაშეებს ენერგიას მატებს. ახლა ძალიან კარგ ფორმაში ვართ.“


ბაიერნზე


„მათი ყველა ფეხბურთელი მომწონს, ხოლო ვინსენ კომპანი უმაღლესი დონის მწვრთნელია, რაც ინგლისშიც დაამტკიცა. როდესაც ის ბაიერნში მივიდა, მაშინვე დავინახეთ, როგორი გუნდი გახდებოდნენ.


ბაიერნი ერთ-ერთია იმ გუნდებს შორის, რომლის თამაშსაც ყველაზე მეტად ვუყურებ სიამოვნებით, რადგან ისინი ყოველთვის შეტევაზე არიან ორიენტირებული. ყველა მწვრთნელი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებით შეტევაზე ორიენტირებულები და ის სწორედ ასეთია.“


ხვალინდელ თამაშზე


„ეს არის ევროპის ორი საუკეთესო გუნდი, თუმცა არსენალმაც ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. სტაბილურობის მხრივ, შესაძლოა ბაიერნი ოდნავ წინ იყოს, რადგან მხოლოდ ორი მატჩი აქვთ წაგებული, მაგრამ იმით, რაც ჩვენ ვაჩვენეთ, ჩვენზე უკეთესი გუნდი არ არსებობს.


როცა ლიგის ფაზაში საუკეთესო რვა გუნდში ვერ მოვხვდით, მაშინაც ვთქვი, რომ ჩვენზე უკეთესი გუნდი არ არის. თუ გინდა მოიგო, უფრო მეტი უნდა შეუტიო, ვიდრე დაიცვა თავი, და ვიცით, რამდენად რთული იქნება ეს, მაგრამ ჩვენ აქ მოლაპარაკებისთვის არ ვართ, ჩვენ გამარჯვება გვინდა.“


ატმოსფეროზე


„ჩვენი თამაშის ინტენსივობა, როგორც ბურთთან, ისე ბურთის გარეშე, არის მთავარი. ამ მატჩში იქნება მომენტები, როცა ბურთი არ გვექნება და ის ატმოსფერო, რომელსაც უკვე შევეჩვიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის მატჩების მოსაგებად.


ასეთი თამაშების მოსაგებად საჭიროა კარგად თამაში როგორც სახლში, ისე გასვლაზე. ბაიერნსაც შეუძლია იგივე გააკეთოს. მათ გასულ ზამთარში უკვე ითამაშეს პარკ დე პრენსზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებთ განსაკუთრებულ კავშირს ჩვენს გულშემატკივრებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.“


ხვიჩა კვარაცხელიას მეტსახელი კვარადონა


მას სხვადასხვანაირად ვეძახი. ნეაპოლში ხშირად აკეთებენ შედარებებს. ამ თემაზე ვხუმრობთ. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ასევე ძალიან კარგი ადამიანია იმითაც, რასაც როგორც პიროვნება გადმოსცემს.


პსჟ ხვალ 23:00 საათზე პარკ დე პრენსზე მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება.


,,ყველას დამარცხება შეგვიძლია" - კვარაცხელიას პრესკონფერენცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბაიერნი
ლუის ენრიკე
პსჟ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პეპის ზარი და ეჭვები - როგორ დაინიშნა კომპანი ბაიერნში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პეპის ზარი და ეჭვები - როგორ დაინიშნა კომპანი ბაიერნში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-ს ინოვაციური ნაბიჯი - რა დაეხმარება კლუბს ბაიერნთან?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-ს ინოვაციური ნაბიჯი - რა დაეხმარება კლუბს ბაიერნთან?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ყველას დამარცხება შეგვიძლია" - კვარაცხელიას პრესკონფერენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ყველას დამარცხება შეგვიძლია" - კვარაცხელიას პრესკონფერენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კეინი ახალ კონტრაქტს ელის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კეინი ახალ კონტრაქტს ელის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

8 სთ წინ

პეპის ზარი და ეჭვები - როგორ დაინიშნა კომპანი ბაიერნში

News image

8 სთ წინ

პსჟ-ს ინოვაციური ნაბიჯი - რა დაეხმარება კლუბს ბაიერნთან?

News image

6 სთ წინ

,,ყველას დამარცხება შეგვიძლია" - კვარაცხელიას პრესკონფერენცია

News image

5 სთ წინ

კეინი ახალ კონტრაქტს ელის

კომენტარები

ლინკის დაკოპირება