არსენალის გერმანელი შემტევი, კაი ჰავერცი, სავარაუდოდ სრულ მზადყოფნაში იქნება იმისთვის, რომ გუნდს პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაში დაეხმაროს.
ჰავერცმა კუნთის ტრავმა ნიუკასლთან თამაშში მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. თავდაპირველად შიშობდნენ, რომ დაზიანება შეიძლებლა სერიოზული ყოფილიყო, თუმცა მიკელ არტეტამ მატჩის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ ეს მხოლოდ მცირე დისკომფორტი იყო.
ბოლო ინფორმაციით, ჰავერცი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩს გამოტოვებს მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება. მიუხედავად ამისა, არსენალის სამედიცინო შტაბი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი სეზონის დასრულებამდე მოედანს აუცილებლად დაუბრუნდება. ტრავმა არ აღმოჩნდა ისეთი მძიმე, როგორსაც კლუბში პირველ წუთებში ვარაუდობდნენ.
ეს სიახლე დამამშვიდებელია თავად ფეხბურთელისთვისაც, რომელიც ზაფხულში გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას გეგმავს. არსენალს პრემიერ ლიგაში ოთხი მატჩი დარჩა ჩასატარებელი და გუნდი 2004 წლის შემდეგ პირველ ტიტულს უმიზნებს. მეთოფეები ამჟამად ცხრილს ლიდერობენ და სამი ქულით უსწრებენ მანჩესტერ სიტის, თუმცა გვარდიოლას გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ჰავერცისთვის ეს სეზონი ტრავმებით იყო სავსე. მან პირველი წრე თითქმის მთლიანად გამოტოვა მუხლის დაზიანების გამო.